ბესიკ ჩიმაკაძე მარტვილის "მერანის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
27 წლის ბესიკ ჩიმაკაძე, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი სომხურ "ულისეში" გაატარა, საქართველოს ჩემპიონატის განახლების შემდეგ მარტვილის "მერანის" ღირსებას დაიცავს.

უმაღლესი ლიგის აუტსაიდერი "მერანი" შემადგენლობას აძლიერებს, რათა ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. ჩიმაკაძე გუნდის პირველი ახალწვეულია.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მას არაერთი გუნდის ღირსება დაუცავს, საუკეთესო პერიოდი კი "ამერსა" და "ვიტ ჯორჯიაში" აქვს გატარებული.

ჩიმაკაძე "მერანშიც" თამაშობდა 2014/15 წლების სეზონში (14 მატჩი, 3 გოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული