უმაღლესი ლიგა. X ტური: "სიონმა" ბათუმის "დინამოს" სტუმრად 5 გოლი გაუტანა

AutoSharing Option
პირველ ნოემბერს უმაღლესი ლიგი მე-10 ტურის მატჩები გაიმართა.

ბოლნისის "სიონმა" სტუმრად ბათუმის "დინამო" ანაგრიშით 5:3 დაამარცხა.

გორის "დილა" შინ ქობულეთის "შუქურასთან" ანაგრიშით 1:3 დამარცხდა. შეხვედრაში "დილას" ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ დინამო-ჩიხურა 16:00 საათზე დაიწყო ( დინამო (თბ)-ჩიხურა [LIVE] ), ხოლო ტორპედო-გურია 18:00 საათზე დაიწყება.

ზუგდიდი, "ბაიას" ბაზა
ზუგდიდი-საპოვნელა 2:1 (0:1)
გოლი: 0:1 თორნიკე ჯიმშელეიშვილი (26), 1:1 დიმირი თუთბერიძე (49), 2:1 ლევან წურწუმია (65 პენ.)
მსაჯები - დ.ხარიტონაშვილი ; ბ.ჭიჭინაძე ; ა.კოკაია ; ზვ.ტუღუში (სათადარიგო)

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ლოკომოტივი
0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ზვიად ქანთარია (7), 0:2 შერმადინ არამელაძე (10), 0:3 ზვიად ქანთარია (66)
გაძევება 46' ლაზარაზე კუპატაძე - ლოკომოტივი
მსაჯები - ჯ.ხორავა ; ლ.თოდრია ; კ.სადილიანი ; გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო
ცხინვალი-სამტრედია 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ირაკლი ლექვთაძე (10)
მსაჯები - ლ.კვარაცხელია ; ლ.ვარამიშვილი ; ზვ.ერქვანია ; გ.ავაზაშვილი (1 დამ.ასისტენტი) ; ბ.გლუშჩუკი (2 დამ.ასისტენტი) ; გ.ვარდიძე (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია - ბაქარ ქარდავა ; ლევან კაკუბავა (ორივე ცხინვალი)

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-შუქურა 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 ოთარ მარცვალაძე (18), 1:1 გიორგი ჩელებაძე (65 პენ.), 1:2, 1:3 მერაბ ურიდია (75, 90)
გაძევება: 64' გიორგი ნავალოსვკი - დილა
მსაჯები - გ.ყრუაშვილი ; ზ.მენთეშაშვილი ; დ.კურტანიძე ; შ.ქუხილავა (სათადარიგო)

ქობულეთი, "ჩელე არენა", 14:00
დინამო (ბთ)-სიონი 3:5 (1:1)
გოლები: 0:1, 1:2, 2:5 დიმიტრი ტატანაშვილი (36, 48, 89), 1:1 ლუის ალბერტო (45), 1:3 ვილი ისიანი (57), 2:3 ბადრი ტეტუნაშვილი (65), 2:4 დავით სვანიძე (78), 3:5 გიორგი ქავთარაძე (90)
მსაჯები - ლ.სილაგავა ; ზ.ფიფია ; ი.უკლება ; ი.კვირიკაშვილი (სათადარიგო)

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. X ტური: სანაიას გაწვრთნილმა "კოლხეთმა" "საბურთალოც" დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა დრო მოვიდა რა, ბათუმი სიონზე ტიტულოვანი გუნდი გგონია თუ უკეთესი? სიონი დინამოს მერე ერთადერთი გუნდია რომელიც არ გავარდნილა უმაღლეს ლიგიდან, თასზე და ჩემპიონობაზე არ ვსაუბრობ.
ტყეშელაანთ გიჟი
14:10 02-11-2015
0
რა დრო მოვიდა , სიონი ბათუმს 5 გოლს უტანს,
simartle
04:51 02-11-2015
0

სიახლეები პოპულარული