კოლხეთი-საპოვნელა 0:0 - მოგებას გოლის გატანა უნდა

AutoSharing Option
ლანჩხუთის მთავარ არენას სატურნირო ცხრილის მეზობლები და, სავარაუდოდ, კონკურენტები საკმაოდ არასახარბიელო შედეგებით ეწვივნენ: 5 ტურის შემდეგ "კოლხეთს" მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა, "საპოვნელას" კი - ოდენ ქულა.

აქედან გამომდინარე, ორივე მათგანს მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ეფიქრა, მაგრამ საამისოდ, გოლის გატანა იყო საჭირო, რაც ვერც ერთმა ვერ შეძლო.

ყველაზე კარგი შანსი კოლხთა გამოცდილ შუახაზელ ალეკო კოშკაძეს ჰქონდა, რომლის საჯარიმოდან დარტყმული ხარიხამ მოიგერია.

სხვა მხრივ, მეკარეებს დიდი ჯაფა არ დასდგომიათ. უბრალოდ, ორივე მათგანი საიმედო და დამაჯერებელი გახლდათ.

საბოლოოდ, უგოლო ფრემ ორივე გუნდი უკმაყოფილო დატოვა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური

26.09. ლანჩხუთი. "ევგრ. შევარდნაძე". 100 მაყურებელი
კოლხეთი-საპოვნელა 0:0
კოლხეთი: სეფიაშვილი, ქებურია (46. პოლულიახი), ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, ლ. კაკულია (60. გ. კვარაცხელია), გურეშიძე, გიგაური, კოშკაძე, გოგონაია (46. თ. კაკულია), კუხალეშვილი.
სათადარიგოები: ძაგანია, ნ. სიჭინავა, ინჯიბაშვილი, გოროზია
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
საპოვნელა: ა. გიორგაძე, ჯიმშელეიშვილი, რობაქიძე, ბანძელაძე, ამბროლაძე (81. მურადაშვილი), ბუხაიძე (89. აბესაძე), ცქიფურიშვილი (46. ნ. შალამბერიძე), ტყეშელაშვილი, ბერუაშვილი, ზ. ენდელაძე, მაკარიძე.
სათადარიგოები: კახათელიძე, ბუცხრიკიძე
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
გაფრთხილება: მაკარიძე (34), ქებურია (35), გიგაური (51), პოლულიახი (66), ბერუაშვილი (74), კვარაცხელია (82)
არბიტრი: ხ. გაგნიძე.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 6
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5
ი. მოდებაძე (დილა) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 4

მომდევნო, VII ტური
3 ოქტომბერი, შაბათი
ცხინვალი-კოლხეთი
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საპოვნელა-ლოკომოტივი
სამტრედია-დილა

4 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
შუქურა-საბურთალო
გურია-ზუგდიდი
სიონი-მერანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე მიმოხილვაა სამტრედიაზე არ წერთ. რაშია საქმე?
ჩიკო
17:58 28-09-2015
0

სიახლეები პოპულარული