დერსიმსფორი-ზუგდიდი 2:3 - როგორ შემოატრიალეს...

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა ამ ქვეყნის რანგით III ლიგის წარმომადგენელ "დერსიმსფორთან" გამართა და ამჯერადაც მოიგო - 3:2.

ზუგდიდელთა პრესსამსახურის ცნობით, მცირე ტრავმების გამო შეხვედრა ვახტანგ კვარაცხელიამ, გიორგი ქანთარიამ და ვაკო ტყემალაძემ გამოტოვეს.

30-ე წუთზე, თურქების შეტევისას, პენალტი დაინიშნა და მასპინძლებმა ის ზუსტად გამოიყენეს. ისინი მალე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, როცა ქართული გუნდის დაცვის შეცდომით ისარგებლეს.

მეორე ტაიმში ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ შემადგენლობა შეცვალა და ეს შედეგშიც აისახა. სამივე გოლი სწორედ მოედანზე ახალშესულებმა გაიტანეს. დასაწყისში, მასპინძლებმა საკუთარ საჯარიმოში ლევან
წურწუმია
წააქციეს, პენალტი კი თავად დაზარალებულმა შეასრულა - 1:2.

65-ე წუთზე ოთარ ჯავაშვილმა ზუსტად გადააწოდა გურამ სამუშიას, რომელიც მცველსაც გასცდა, მეკარესაც და ანგარიშიც გაათანაბრა - 2:2.

8 წუთში ზუგდიდელები დაწინაურდნენ კიდეც: მეტოქის საჯარიმოში დრიბლინგით აკაკი ფარჯიკია შეიჭრა, ბურთი მარჯვენა ფეხიდან მარცხენაზე გადაიტანა და მეკარეს აუღებელი დაურტყა - 3:2.

ფარჯიკიამ გატანა შეხვედრის ბოლოსაც სცადა, თუმცა თურქთა მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა. შეხვედრის ბოლოსკენ კვლავ გურამ სამუშია აქტიურობდა, მაგრამ ვითარება მცველმა განმუხტა.

ზუგდიდი: მამალაძე, მაჩაიძე, თიბილაშვილი, გავაშელიშვილი, ჯავაშვილი, წყაროზია, მალანია, ც. სამუშია, თუთბერიძე, ფიფია, ბულია; შეცვლაზე: მამალაძე, ნ. ქირია, ელიავა, ნარმანია, დ. კუტალია, წურწუმია, გ. სამუშია, ფარჯიკია, ჩანადირი, ჩანგელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ შემოატრიალეს და მწვანედ, მთლად დაქლიავდაა ეს ხალხიი?თურქეთის მესამე ლიგელი ბევრად სჯობია, ქართულ უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდს, სამწუხაროდ
roma
18:59 31-07-2015
0
კიდევ ერთხელ ჩავიხედეთ სარკეში: თურქეთის მესამე ლიგის გუნდს ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდი ძლივს ამარცხებს!
georgiano
14:51 31-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული