მატჩების ჩაწყობაში ბრალდებული მსაჯების ადვოკატებმა შესაძლოა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენონ

AutoSharing Option
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობაში ბრალდებული მსაჯების ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე შესაძლოა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენონ.

როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა განუცხადეს, საგამოძიებო პროცედურები დასრულებულია და შესაბამისად, ბრალდებულები საგამოძიებო პროცესს ხელს ვერ შეუშლიან.

"დღევანდელ პროცესზე იქნება მტკიცებულებების დასაშვებობა-დაუშვებლობაზე განხილვა. ასევე, დღევანდელ პროცესზე დავაყენებთ შუამდგომლობებს. ერთ-ერთი შუამდგომლობა შეიძლება იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა გირაოთი.

რეალურად ამ ადამიანების ციხეში ყოფნის მიზეზი არ არსებობს, რადგან გამოძიება დასრულებულია და შესაბამისად, ისინი ხელს გამოძიებას ვეღარ შეუშლიან", - აცხადებენ ადვოკატები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსაჯების საქმეზე დღეს პირველი წინასასამართლო სხდომა
იმართება. ამ საქმეზე დაკავებულია 8 მსაჯი. აღმკვეთი ღონისძიების სახით, ყველა მათგანს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

წყარო: interpressnews.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული