გია გეგუჩაძე: დიახ, "ზესტაფონთან" მართლაც ვთათბირობ

AutoSharing Option
2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოსთან" გამომშვიდობებულმა გია გეგუჩაძემ მთავარ მწვრთნელად "ზესტაფონში" დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ხმებზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, გეგუჩაძე "ტორპედოში" გადასვლამდე სწორედ "ზესტაფონს" თავკაცობდა, ვისთან ერთადაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 2010/11 წლების სეზონში მოიპოვა.

"ზესტაფონიდან" წინადადება ნამდვილად არის, თუმცა ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და საკითხის განხილვა მიმდინარეობს", - თქვა გეგუჩაძემ Sportall.ge-სთან საუბარში.

ტორპედოელთა ყოფილმა თავკაცმა ასევე კომენტარი Sportall.ge-ს მკითხველთა მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებზეც გააკეთა, სადაც ჩვენის საიტის მომხმარებლებმა ის საქართველოს ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

"ძალიან მიხარია. მინდა მადლობა
გადავუხადო მკითხველს ნდობისა და პატივისცემისთვის.

შევეცდები, ჩემი კარიერა ისე წარვმართო, რომ მომავალშიც დავიმსახურო გულშემატკივრის სიმპათია".


ასევე იხილეთ:
ილია კოკაია გია გეგუჩაძეს: დაბრუნდი "ზესტაფონში"!

საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს მკითხველთა ვერსიით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული