ლევან კუტალია "ზესტაფონის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "ზესტაფონის" რიგებს "ზუგდიდის" აწ უკვე ყოფილი მოთამაშე ლევან კუტალია შეუერთდა.

ნახევარმცველმა "ზესტაფონთან" კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა და ამჟამად გუნდთან ერთად სამედიცინო შემოწმებას გადის.

შეგახსენებთ, რომ "ზუგდიდში" გარკვეული ფინანსური პრობლემები იყო. საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ შესაძლოა კლუბი ირაკლი ქობალიამ, ლევან კუტალიამ და ზვიად სიხარულიამ დატოვონ, თუ მათ ტრანსფერებზე შეთავაზება გაკეთდებოდა.

ლევან კუტალიამ საქართველოს ჩემპიონატის პირველ წრეში ორი გოლი გაიტანა და სპორტულ გაზეთ "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში ერთხელ მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული