გიორგი მერებაშვილი: ბათუმის "დინამოსთან" რთული მატჩი გამოვიდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა ბათუმის "დინამოსთან" (3:0) საქართველოს 24-ე ჩემპიონატის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რთული თამაში გამოვიდა. ფეხბურთელებმა წინასწარ ვიცოდით, რომ მოედანი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო, თუმცა მაინც მოვემზადეთ იმისთვის, რომ სამი ქულა აგვეღო და ღმერთის წყალობით ეს გამოგვივიდა.

ძალიან საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც საჩემპიონი რბოლაშიც გამოგვადგება",
- თქვა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილი "ბათუმთან" შეხვედრაში 78-ე წუთზე რობერტინიომ შეცვალა.

"ჩემი თავით უკმაყოფილო ვარ. ამჟამად არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში, თუმცა მომავალში ვეცდები გამოვასწორო თამაში და გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო", -
აღნიშნა ფეხბურთემა.

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" და საჩხერის "ჩიხურას" ჯერ ვერავინ აჩერებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული