დუშაჰ უჰრინი: ჩემი მიზანია ფეხბურთელების ფსიქოლოგია შევცვალო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" შორის საქართველოს 24-ე ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში, რომელიც ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, თბილისელთა გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი და ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ალექსანდრე კანტიძე წარსდგნენ.

დუშან უჰრინი: "გახსნილი თამაში იყო და ორივე გუნდი უტევდა. თავიდანვე მოგება გვქონდა მიზნად დასახული, რასაც მივაღწიეთ კიდეც, თუმცა ჩემი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. ჩემი მიზანია ფეხბურთელების ფსიქოლოგია შევცვალო. მსურს, რომ გუნდმა უფრო მეტად
შემტევი და აგრესიული ფეხბურთი აჩვენოს.

იყო გარკვეული შეცდომები, რომელსაც მომავალი შეხვედრებისთვის აუცილებლად გამოვასწორებთ. ასევე აღსანიშნავია, რომ მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო.

რაც შეეხება დვალის თამაშს, კმაყოფილი ვარ და მოხარული ვარ, რომ მისი სახით ძლიერი ფორვარდი დაგვემატა.

ლევან ხმალაძის
ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. მას წარბი გაუსკდა, ისეთი არაფერია. ხმალაძე მომდევნო მატჩებს არ გამოტოტვებს".

ალექსანდრე კანტიძე: "პირველ რიგში მივულოცავ თბილისის "დინამოს" გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ.

რაც შეეხება მატჩს
, გვქონდა გარკვეული შეცდომები, რაც უფრო ფეხბურთელების გამოუცდელობის ბრალია.
ახალგაზრდა გუნდი გვყავს და შესაძლოა ამის ბრალიც იყო
.

შეხვედრას გავაანალიზებთ და მომავალი მატჩებისთვის შეცდომებს გამოვასწორებთ და შევეცდებით
საკუთარ ფეხბურთი ვაჩვენოთ".

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოს" და საჩხერის "ჩიხურას" ჯერ ვერავინ აჩერებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული