ვინ არიან ცნობილი აგენტის მინო რაიოლას ქართველი კლიენტები

AutoSharing Option
Transfermarkt-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლას კლიენტების სიაში ორი ქართველი ფეხბურთელი შედის.

ერთ-ერთი თბილისის "ლოკომოტივის" 19 წლის შემტევი ვატო არველაძეა, რომელიც მანამდე 35-ე საფეხბურთო სკოლასა და თურქულ "ქაზიმფაშაში" თამაშობდა.

Sportall.ge-მ ინფორმაცია თავად ფეხბურთელთანაც გადაამოწმა და ვატოს თქმით, მართლაც ასეა - მინო რაიოლა მისი აგენტია.

რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ეს ლანჩხუთის "გურიას" ყოფილი მცველი რევაზ წილოსანია. 23 წლის მცველი ამჟამად უგუნდოდაა.

რაიოლა ისეთი ცნობილი ფეხბურთელების აგენტია, როგორებიც არიან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (თავისუფალი აგენტი), პოლ პოგბა, რომელო ლუკაკუ, ჰენრიხ მხითარიანი (ყველა "მანჩესტერ იუნაიტედი"), მარკო ვერატი (პსჟ), მარიო ბალოტელი ("ნიცა"), ჯანლუიჯი დონარუმა ("მილანი") და სხვა.
ზლატანი თუთავისუფალი აგენტია არველაძეების შვილს აგენტი რისთვის ჭირდება?!
vova
11:33 08-08-2017
0
"არ დაბლოკო"-ს შეეშვით მეგობრებო.
რეზი ჰყავდა მხედველობაში, ჩვენი ძვირფასი, საყვარელი რეზი...
kote
16:32 28-07-2017
0
და არველაძეს რამდენად ყიდის?
zviadi
16:13 28-07-2017
0
ar dabloko-ს. არც ჩემი დაბლოკო ადმინ. ვინ იყო უნიჭო, შოთი თუ აჩი? შე მართლა უნიჭო და უგვანო. კაი ხანი არ გეყოლებათ ქართველებს ძმები არველაძეების მსგავსი დონის ფეხბურთელები. ელოდეთ....
გიგო
16:13 28-07-2017
0
ჩვენი 19 წლამდელების მართლაც ნიჭიერ ახალგაზრდებს კი ნამდვილად სჭირდებათ ასეთი აგენტი.
murtalo
16:11 28-07-2017
0
გულღრძო ხალხს რა უნდა მოჰკითხო არველაძეების უნიჭობაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს. ვატო არველაძისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თუ სამი ევროპული ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მომგებ შოთა არველაძეს უნიჭოდ რომ მოიხსენიებ ჭკუათმყოფელი ვერ უნდა იყვე.
murtalo
16:10 28-07-2017
0
აჰაა კიდე ერტი უ ნიცჰოო არველადზეეე.არა რა ამ ქარტულ პეხბურტს არაპერი ესჰველება
ar dabloko
15:26 28-07-2017
0
მერე მაგას რა ჯობია ..აგერ მხითარიანი უდავოდ ნიჭიეია მაგრამ რაიოლაც რომ თავისას შვება ესეც ფაქტია
ჯორა
14:47 28-07-2017
0
სიახლეები პოპულარული