"ყარაბაღის" მწვრთნელი: არც "შერიფი" მაინტერესებს, არც - "კუკესი"... ჯერ "სამტრედია"!

AutoSharing Option
14 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

- ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები ცნობილია

წილისყრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედიაც" მონაწილეობდა. გაირკვა, რომ "სამტრედიისა" და "ყარაბაღის" წყვილის გამარჯვებული მესამე ეტაპზე "შერიფსა" და "კუკესის" შორის უფრო ძლიერს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ქართულ გუნდს პირველი თამაში 0:5 აქვს წაგებული.

"ყარაბაღის" მთავარ მწვრთნელ გურბან გურბანოვს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა წილისყრის შეფასება თხოვეს.

"ახლა არც "შერიფი" მაინტერესებს და არც - "კუკესი". 18 ივლისს, ჯერ "სამტრედიასთან" საპასუხო მატჩი გველის და სწორედ მისთვის ვემზადებით.
"სამტრედიას" გარდა არავისზე ვფიქრობთ", - ციტირებს გურბანოვს azerisport.com.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ერტი ტვე იმას ვწერდი რომ დაცვიტი ტაკტიკა აერშია დაკოტრ შეტევაზე ეტამაშა მაგრამ ისევე ისეტი ტაკტიკიტ ატამაშა ცეცადზემ როგორც გაბალასტან გუნდი და ისევ ისეტი შედეგი მივიგეტ იმედია აწი მაინც მიხვდებიან რომ სწორი ტაკტიკა არ იკო
0
msajma wagvagebiao rom vtqvat arviqnebit martlebi,radgan 5-0 didi angarishia,magram is ki martalia ro msajma pirvel taimshi rac sheezlo yvelaferi misca yarabaxs.
romandro
14:09 15-07-2017
0

სიახლეები პოპულარული