ლევან კუტალია: მოვა დრო, ქართული გუნდები ევროპაში თავის სათქმელს იტყვიან

AutoSharing Option
ეროვნულ ჩემპიონატში შესვენებისას გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა შეიცვალა. სატრანსფერო ციებ-ცხელების ერთ-ერთი საინტერესო სიახლეთაგანი ლევან კუტალიას უკავშირდება.

კუტალიას ანგარიშზეა ქობულეთის "შუქურას" მიერ გატანილი 13 გოლიდან - 6 და საერთოდ, გუნდს თუ გაჰქონდა, ის აუცილებლად მონაწილეობდა შეტევაში და ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც გახლდათ.

კუტალიამ "შუქურა" დატოვა და ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა. ინფორმაცია ცნობილი იყო, გუშინ კი 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.

"ქობულეთის "შუქურადან" წამოსვლის შემდეგ ველოდებოდი, რომ რომელიმე კლუბი დამიკავშირდებოდა. მიხარია, რომ ეს კლუბი
ქუთაისის "ტორპედო" აღმოჩნდა. ჩვენი ხელშეკრულება ერთწლიანია.

ჩემთვის ქუთაისის "ტორპედოში" თამაში სასიამოვნო იმიტომაც არის, რომ გუნდს თავისი სტილი აქვს და გულშემატკივართა სიმრავლით გამოირჩევა. კახა ჩხეტიანმა მომცა შანსი, რომ ჩემი შესაძლებლობები აქ გამოვაჩინო და გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დავეხმარო", - ამბობს კუტალია.

27 წლის ფეხბურთელი დასძენს, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში მოხვედრა მისთვის ბევრს ნიშნავს:

"დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთ ლიდერ გუნდში თავს უკეთესად გამოვავლენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ტრადიციული კლუბია, მეორეც - მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია და, რაც მთავარია, ჰქონდა და აქვს ამბიციები.

მე კი ლიდერ გუნდში მხოლოდ ბოსნიაში ყოფნისას მითამაშია - ჩემპიონ მოსტარის "ზრინსკში", საქართველოში კი სულ ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ აუტსაიდერებში თამაში მიწევდა, "ზესტაფონის" პერიოდს თუ არ ჩავთვლით".

კუტალიას პირობებზე ქართული გუნდების ევროთასებზე გამოსვლის კონტექსტში ვკითხეთ:

"მოვა იმის დროც, ქართული გუნდები ევროპაში თავის სათქმელს რომ იტყვიან. მაგრამ საამისოდ გუნდებს უნდა ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა, კარგი სტადიონები, ბაზები და ფინანსები - ჩემპიონატის დონე ამის მერე აიწევს და დარწმუნებული ვარ, ქართული გუნდები ევროპაშიც ანგარიშგასაწევები გახდებიან".

ქუთაისელთა ახალი შემტევი ის იშვიათი გამონაკლისია, ქობულეთის "ჩელე არენაზე" რომ არ დაშავებულა, ყოველ შემთხვევაში - სერიოზულად მაინც. დავინტერესდით, როგორ აარიდა ამას თავი:

"ქობულეთის სტადიონზე მართლაც ბევრი ფეხბურთელი დაშავებულა. მიხარია, რომ ეს თავიდან ავიცილე. როგორ? თამაშის მერე ეგრევე აღდგენით პროცედურებს გავდიოდი და თავს საგანგებოდ ვუვლიდი. მიკვირს, რომ გადავრჩი, მაგრამ ეტყობა, ეს ამანაც განაპირობა. თან არ მაქვს ტრავმაზე მიდრეკილება და საბედნიეროდ, ჯანზე ვარ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგარი ფეხბურთელები ყავს ტორპედოს მეორე ლიგის გასავარდნ გურგს ტყიბულს ვერ უგებს, თუ ის მოგებაა მათი რომელიც მათ ვითომ რომ მოიგეს, ვაი თქვნს პატრონს უბედურს, ვითომ გუნდი ყავს ჩხეტიანს? თუ ის ფეხბურთელები ყავს ვინც ის ჩხეტიანი მოიყვანა, ძმაკაკაცობით რომ არაფერი გამოვა კი დავინახეთ მათი თამაშისას ტყიბულის მეშახტესთა , სხვას არაფერს ვამბობ ევრო ტურნირის თამაშზე..
dato
19:36 16-07-2017
0
მაინც გამოჟონა მომავლიდან ინფომაციამ. ოღონდ იმ თამაშს
ფუტბოლი კი არა foothandball-ი
ერქმევა, და იმ თამაშს ამ თამაშთან
ერთი საერთო წესიც კი არ ექნება.
ვეტერანი
18:53 15-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული