ზაალ ჩაჩავა: "ტორპედოს" ფანებს ვპირდები, რომ წელს ჩემპიონები გავხდებით

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე 100%-იანი წილით, 300 000 ლარად, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავაზე გასხვისდა.

ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ კლუბში მხოლოდ ერთი სიახლეა - "ტორპედომ" დეკემბრამდე გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა. სხვა სახის ცვლილებები არც გუნდში მომხდარა და არც ხელმძღვანელობაში.

- [ექსკლუზივი] გუგა ფალავანდიშვილი ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა

აპირებს თუ არა ქუთაისური კლუბი კიდევ ფეხბურთელების დამატებას და იგეგმება თუ არა ხელმძღვანელობაში რაიმე სახის ცვლილებები, ამის გასარკვევად ზაალ ჩაჩავას დავუკავშირდით.

- ბევრი ითქვა "ტორპედოს" სლოვაკეთში მგზავრობაზე. რატომ იმგზავრა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის
წინ გუნდმა 16 საათი?
- შვეიცარიაში კენჭისყრის დასრულების შემდეგ ძალიან მცირე დრო გვრჩებოდა ამ საკითხის მოსაგვარებლად. ამიტომ ყველაზე მარტივი და ყველაზე ჩქარი გზა გამოვნახეთ. არ გამოინახა ავიაკომპანია, რომელიც სლოვაკეთში ჩარტერით გადაგვიყვანდა.

- "ტრენჩინთან" ორივე მატჩმა დაგვანახა, რომ გუნდი ევროტურნირებისთვის სათანადოდ მომზადებული არ იყო...
- კი, ყველამ ვნახეთ, რომ ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე "ტორპედო" სხვადასხვა გუნდი იყო. ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ეს პირველი ევროტურნირი იყო და კარგად დავინახე, რა სჭირდება და რა უნდა მივცე კლუბს მომავალში.

უახლოეს პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ. ორშაბათს გუგა ფალავანდიშვილი შემოგვიერთდება, კიდევ დავიმატებთ ფორვარდსა და ნახევარმცველს.

- გავიგეთ, რომ ლევან კუტალიას დამატებას გეგმავთ. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
- კი, ასეა. საუბარი ლევან კუტალიასა და ვლადიმირ კორობკაზეა.

"ტორპედოს" ფანებს ვპირდები, რომ წელს ქვეყნის ჩემპიონები გავხდებით, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგისთვის უკეთ მოვემზადებით. აღარ უნდა განმეორდეს ის, რაც წელს მოხდა.

- ნათქვამი გაქვთ, ცვლილებები ხელმძღვანელობაშიც იქნებაო, თუმცა ჯერ მსგავსი არაფერი ყოფილა...
- ახლაც გეუბნებით, რომ ბევრი ცვლილება იქნება. ამ საკითხზე ბევრს ვმუშაობ და თვის ბოლოს ბევრი ცვლილება იქნება. მალე პრესკონფერენციას დავაანონსებ და ყველაფერს იქიდან შეიტყობთ.

გავიგე, უთქვამთ, თითქოს "ტორპედოში" მხოლოდ 1-2 ცვლილებას ვაპირებდე და მერწმუნეთ, ეს ტყუილია. კიდევ ვამბობ, რომ თვის ბოლოს კლუბში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება.

- რამდენად შეეხება ეს ფეხბურთელებს?
- არ გამოვრიცხავ, ერთმა ან ორმა ფეხბურთელმა კლუბი დატოვოს, მაგრამ იმაზე მეტს დავიმატებთ, ვიდრე გავუშვებთ.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაო.ალტერნატივად ალბათ მარშრუტკებით მგზავრობა ექნებოდა.
სოსო
14:33 11-07-2017
0
რავა ყველა ზაალი იტყუება, ეს უდუმაშვილი ხომ არააა
დათო
13:37 11-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული