"ტრენჩინის" მწვრთნელი: ჯერ გარკვეული არაფერია - ქუთაისში რთული მატჩი გველის!

AutoSharing Option
"ტრენჩინის" მთავარმა მწვრთნელმა მარტინ შეველამ დღეს, 5 ივლისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ "ტრენჩინი" ხვალ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.

"პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ "ტორპედო" საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. პირველ 30 წუთში მწვავედ შეგვიტიეს და არაერთი საგოლე მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ, საბედნიეროდ, ერთზე მეტი გოლი ვერ გაგვიტანეს. 30 წუთის შემდეგ ჩვენი რეალური ძალა ვაჩვენეთ, გავიტანეთ 5 გოლი და ქუთაისში კარგი უპირატესობით ჩამოვედით.

ვფიქრობ, ამ
წყვილში ჯერ გარკვეული არაფერია. კიდევ ვამბობ, "ტორპედო" კარგი გუნდია. განსაკუთრებდი მათ მეკარე როინ კვასხვაძეს, მცველ გიორგი ქიმაძეს და ფორვარდ თორნიკე კაპანაძეს გამოვყოფდი", - თქვა შეველამ.

პირველი მატჩი სლოვაკეთში "ტრენჩინმა" ანგარიშით 5:1 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესენი ტელეპორტაციით ჩამოვიდოდნენ უეჭველი. :დდდდდდდდდდ
roma
14:51 06-07-2017
0
მეკარე გამოყო. წარმოიდგინე, რამდენის გატანას აპირებდა ;)
ჰმ
23:55 05-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული