მოლაპარაკება არ ყოფილა, არც კვიპროსში ჩავსულვარ - დარასელია გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ Sportall.ge-სთან საუბრისას უარყო კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ფაქტი, რომლის თანახმად, "დილაში" წარდგენიდან ერთ კვირაში ის "ეთნიკოსში" გადადიოდა.

- "დილაში" წარდგენიდან ერთ კვირაში გიორგი დარასელია "ეთნიკოსში" გადადიოდა?

" გორის "დილაში" დანიშვნამდე სხვადასხვა ქვეყნის კლუბებიდან მქონდა ვარიანტები, მათ შორის, კვიპროსიდან და საბერძნეთიდან, მაგრამ "დილაში" დანიშვნის შემდეგ სხვა კლუბებთან მოლაპარაკება აღარ მქონია. არც კვიპროსში ჩავსულვარ...

"დილაში" მოსვლის შემდეგ მხოლოდ ერთი დღე დავისვენეთ. მესამე წრისთვის აქტიურად ვემზადებით", - გვითხრა დარასელიამ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა ყველაფერი მართალია საბერძნეთში ვცხოვრობ და სულ მაგაზე წერდნენ ბოლო დღეებში ახნაში მიდისო
dito
00:55 04-07-2017
0
მაგრა დაგვღალა ამდენმა ტყუილმა დაპირებებმა და მწვრთნელების წარამარა ცვლებმა...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული