"იაგელონიას" მწვრთნელი: ამ წყვილში გარკვეული ჯერ არაფერია

AutoSharing Option
"იაგელონიას" მთავარმა მწვრთნელმა ირენეუშ მამროტმა ბათუმის "დინამოსთან" მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ბათუმის "დინამო" "იაგელონიასთან" პირველ მატჩში დამარცხდა

"ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ერთადერთი, რაზეც ვწუხვარ, მომენტების გამოუყენებლობაა. ჩვენ დღევანდელ მატჩში ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ.

მადლობა ჩვენს გულშემატკივარს აქ ჩამოსვლისთვის და მადლობა "დინამოს" ასეთი მასპინძლობისთვის.

სიმართლე გითხრათ, ველოდი ასეთ დაძაბულ მატჩს. "დინამოში" ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც განმეორებით მატჩში ჩვენთვის პრლბლემების შექმნა შეუძლიათ, ამიტომ არ უნდა მოვეშვათ. მეორე მატჩისთვის სათანადოდ მომზადება გვმართებს. ამ წყვილში გარკვეული ჯერ
არაფერია", - თქვა მამროტმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამო 2: 1 მეიგებს გასლას ,1938 სსსრ ტასზე მოუგეტ ლენინგრადის დინამოს...
otar
09:11 01-07-2017
0
მიაბანძებენ დინამოს 3:0 ან 4:0.
ანესთეზეოლოგი
09:54 30-06-2017
0

სიახლეები პოპულარული