გია ცეცაძე: ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა - "ყარაბაღზე" ძლიერებიც იყვნენ!

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო I და II ეტაპების წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულ "სამტრედიას" მეტოქედ აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" ერგო.

- "სამტრედიის" პირველი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

Sportall.ge "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა.

"ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა. შესაძლო მეტოქეებში "ყარაბაღზე" ბევრად ძლიერი კლუბებიც იყვნენ და შესაძლებელი იყო, თამაში მათთან გვქონოდა.

ტრანსფერებთან დაკავშირებით ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ვმუშაობთ გუნდის გაძლიერებაზე", - გვითხრა ცეცაძემ.

მატჩები 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად ჩაატარებენ.