ოთარ კუსიანმა და ვახტანგ კვარაცხელიამ ლანჩხუთის "გურია" დატოვეს

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" ორმა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც შევიტყვეთ, კლუბს ცენტრალური მცველი ოთარ კუსიანი და ფორვარდი ვახტანგ კვარაცხელია დაემშვიდობნენ. ფეხბურთელებმა კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

21 წლის კუსიანი "გურიაში" ამ წლის იანვარში თერჯოლის "საპოვნელადან" გადაბარგდა. მანამდე მას თბილისის "ლოკომოტივში", საჩხერის "ჩიხურასა" და ქუთაისის "ტორპედოში" აქვს ნათამაშები. გარდა ამისა, კუსიანი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო.

"ტრავმის გამო, სეზონს მოუმზადებელი შევხვდი. ჩემი კონტრაქტი "ლოკომოტივს" ეკუთვნის, "გურიაში" იჯარით წესით ვიმყოფებოდი და, სამწუხაროდ, რამდენიმე ჩატარებული მატჩის შემდეგ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, იქიდან წამოვედი. ჯანმრთელობის
მხრივ ყველაფერი რიგზე მაქვს. ამ ეტაპზე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. დიდი იმედი მაქვს, რომ ივლისიდან ბევრად წარმატებული სეზონი მელის", - გვითხრა კუსიანმა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ისიც, კუსიანის მსგავსად, "გურიაში" ამ წლის იანვარში გადავიდა. 29 წლის ფორვარდს კარიერის განმავლობაში ვილნიუსის "ვეტრაში", ბათუმის "დინამოში", "ცხინვალში", "ვიტ ჯორჯიაში", რუსთავის "მეტალურგში", გორის "დილაში", "ზუგდიდსა" და ქუთაისის "ტორპედოში" აქვს ნათამაშები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული