საჩხერის "ჩიხურა" ლევან გეგეჩკორმა დატოვა, მანამდე - კოკა სეფიაშვილმა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" ორმა მოთამაშემ დატოვა, რაც ყურადღების მიღმა დარჩა.

მე-11 ტურში, გორის "დილასთან" წაგებული მატჩის შემდეგ გუნდს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ლევან გეგეჩკორმა დაემშვიდობა, რომელიც გუნდს სულ რაღაც სამი თვის წინ, თებერვალში, თურქული შეკრების დასრულების შემდეგ შეუერთდა.

22 წლის უნივერსალი არ აკონკრეტებს, რა გახდა ამის მიზეზი:

"უბრალოდ, ასე ჩავთვალე საჭიროდ და მიზეზების დაკონკრეტება არ მსურს. უბრალოდ, "ჩიხურასთან" ურთიერთობა კარგად არ ამეწყო. აქ უთამაშებლობა არაფერ შუაშია და ეს ნაბიჯი ახირებების გამო არ გადამიდგამს. ფაქტია, რომ "სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ გუნდს კონტრაქტის
გაწყვეტა ვთხოვე და ჩემი სურვილით წამოვედი".

შეგახსენებთ, რომ გარდამავალ ჩემპიონატში გეგეჩკორი ბათუმის "დინამოში" თამაშობდა. ზამთარში 23 წლის მოთამაშე რუსეთის პრემიერლიგელ "ორენბურგში" ისინჯებოდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნდა.

მანამდე საჩხერის "ჩიხურასთან" კონტრაქტი მეკარე კოკა სეფიაშვილმა გაწყვიტა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ეს ორივე მხარის შეთანხმებით მოხდა.

Sportall.Ge

31 წლის გამოცდილი მეკარე ფოთის "კოლხეთში" მშვენივრად თამაშობდა და უფრო ამბიციურ კლუბში დამკვიდრების იმედად გადავიდა, მაგრამ გარდამავალ ჩემპიონატში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ დააყენეს, ხოლო მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენის საშუალება მხოლოდ ორჯერ მიეცა და ისიც ეროვნული თასის მატჩებში დაბალი ლიგის გუნდებთან. ცხადია, გუნდში ასე გაჩერება არ აწყობდა და საჩხერის "ჩიხურას" ცნობით, კოკა სეფიაშვილთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

დავინტერესდით და გავიგეთ, რომ სეფიაშვილი ჯერ ახალ კლუბში არ ჩარიცხულა. დიდი ალბათობით, უქმად არც 31 წლის მეკარე მოცდება (რომელიც არც ისე შორეულ წარსულში ეროვნული ნაკრების კანდიდატი გახლდათ) და არც ლევან გეგეჩკორი, რომელიც გარდამავალ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ფლანგის ნახევარმცველი გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გეგეჭკორი და არა გეეგჩკორი, თან 22-ის არის თუ 23-ის?
ალეკო
15:36 16-05-2017
0

სიახლეები პოპულარული