13 მაისი - დიდი გამარჯვებიდან 36 წელი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" 1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

ფინალში "დინამომ" იენის "კარლ ცაისი" ვლადიმერ გუცაევისა და ვიტალი დარასელიას გოლებით, ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

ისტორიული გამარჯვებიდან 36 წელი გავიდა.

გზა ტრიუმფისაკენ

1980-81 წლების ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშება


1/16 "დინამო"-"კასტორია" (საბერძნეთი) 0:0, 2:0
1/8 "დინამო"-"უოტერფორდი" (ირლანდია) 1:0, 4:0
1/4 "დინამო"-"ვესტ ჰემი" (ინგლისი) 4:1, 0:1
1/2 "დინამო"-"ფეიენოორდი" (ჰოლანდია) 3:0, 0:2
ფინალი: "დინამო"-"კარლ ცაისი" (გდრ) 2:1

ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 21-მა ფეხბურთელმა:
მეკარე:  ოთარ გაბელია - 9
მატჩი;
მცველები: ალექსანდრე ჩივაძე - 9 (2გოლი), ნოდარ ხიზანიშვილი - 7, გია თავაძე - 7, თამაზ კოსტავა - 7, შოთა ხინჩაგაშვილი - 5, დავით მუჯირი - 4, გიორგი ჭილაია - 3 (1);
ნახევარმცველები: თენგიზ სულაქველიძე - 9 (2), ვიტალი დარასელია - 8 (3), ზაურ სვანაძე - 5, ნუკრი კაკილაშვილი - 4, ვახტანგ ქორიძე - 2, გოჩა ჯოხაძე - 1, კონსტანტინე კერესელიძე - 1;
თავდამსხმელები: რამაზ შენგელია - 9 (5), დავით ყიფიანი - 9, ვლადიმერ გუცაევი - 7 (3), რევაზ ჩელებაძე - 4, ვაჟა ჟვანია - 2, გურამ ჩქარეული - 1.

შეგახსენებთ, რომ 36 წლისთავის აღსანიშნავად, დღეს, 18:00 საათზე, "დინამოს" ფანების ინიციატივით, "დინამო არენაზე" ფინალური მატჩის ჩვენება გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრებიან, რომლებიც სიტყვითაც წარდგებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხო, ვიცხოვროთ ეხლა 36 წლის წინანდელი მოგონებებით. კაი იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა? ეხლა რისი მიღწევის თავი გვაქვს? მაგ თაობამ თქვა თავისი სიტყვა. ალბათ კიდე 36 წელი გვინდა რამე რო მოიგოს ქართულმა გუნდმა.
ქომაგი
13:44 14-05-2017
0
როგორც ეხლა არის ბარსელონა და რეალი ისე ტამასჰობდა დინამო. ესსინამდვილეა.გაიხარეტ ბიცჰებო.
wyaltubo
22:02 13-05-2017
0

სიახლეები პოპულარული