კახა კაჭარავა: ნიკა კაჭარავა "დინამოში"? არაფერს გამოვრიცხავ!

AutoSharing Option
თბილისურ დერბიში გამარჯვების შემდეგ, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ეროვნული ლიგა. XI ტური: თბილისური დერბი "დინამომ" დამაჯერებლად მოიგო

"დინამოს" მთავარ მწვრთნელს მის შვილ ნიკა კაჭარავაზეც ჰკითხეს, ჰომ არ აპირებს თბილისური კლუბი მის დამატებას.

"ჩემი ოცნება იყო ნიკას "დინამოში" ეთამაშა. "დინამო" განსაკუთრებულად მიყვარს და თვითონ ნიკასაც სურდა ამ კლუბის მაისურის მორგება.

დღეს მას აქვს ვარიანტები სხვადასხვა კლუბებიდან, მაგრამ არ ჩქარობს. არც მე მსურს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც ეს "როსტოვის" შემთხვევაში გააკეთა. ის წავა ისეთ კლუბში, რომელშიც
სათამაშო პრაქტიკა ექნება.

ნიკა "დინამოში"? არაფერს გამოვრიცხავ. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული!", - თქვა კაჭარავამ.
ასევე დაგაინტერესებთ