ეროვნული ლიგა. XI ტური: ქუთაისის "ტორპედომ" ქობულეთის "შუქურა" დაამარცხა

AutoSharing Option
9 მაისს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XI ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა "ტორპედომ" ჩემპიონატის აუტსაიდერ ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით მოუგო - 1:0.

- ეროვნული ლიგა. XI ტური: "კოლხეთმა" თბილისში "საბურთალოს" მოუგო

მატჩში გასული ერთადერთი გოლი თორნიკე კაპანაძის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა. კაპანაძემ თავი 63-ე წუთზე გამოიჩინა.

"ტორპედოს" ამ გამარჯვებით 19 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამეზეა, "შუქურა" კი 3 ქულით ისევ ბოლო, მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდს არ ყავს შემთევი, მეორე ვარიანტი- გუნდები არიან ტოტალიზატორის მარწუხებში.
გივი
12:50 10-05-2017
0
წინ ტორპედოოოოო ყოჩაღ
wilo
11:35 10-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული