ეროვნული ლიგა 2. პრემიალურები: ვინ რამდენი გამოიმუშავა I წრეში

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის დასრულების შემდეგ Sportall.ge-მ გადაწყვიტა, დაეანგარიშებინა ის პრემიალური თანხები, რომელიც კლუბებმა 9 ტურის შემდეგ უნდა მიიღონ.

- ეროვნული ლიგა. პრემიალურები: ვინ რამდენი გამოიმუშავა I წრეში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირისგან შევიტყვეთ, რომ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბი მოგებაში 10 000 ლარს მიიღებს. ქულა კი დაახლოებით 3 300 ლარად ფასობს.

- ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე

ამრიგად, მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი მარტვილის "მერანმა" გამოიმუშავა - 83 300 ლარი. ყველაზე
მცირე თანხა კი "ზუგდიდს" ერგება - 3 300.

კლუბის მიერ გამომუშავებული თანხები (ლარში):
1. "მერანი" - 83 300 (8 მოგება, 1 ფრე);
2. "გაგრა" - 66 600 (6 მოგება, 2 ფრე);
3. "სიონი" - 60 000 (6 მოგება);
4. "რუსთავი" - 46 600 (4 მოგება, 2 ფრე);
5. "ვიტ ჯორჯია" - 46 600 (4 მოგება, 2 ფრე);
6. "სამგურალი" - 43 300 (4 მოგება, 1 ფრე);
7. "ცხინვალი" - 33 300 (3 მოგება, 1 ფრე);
8. "მეშახტე" - 23 300 (2 მოგება, 1 ფრე);
9. "გურია" - 23 300 (2 მოგება, 1 ფრე);
10. "ზუგდიდი" - 3 300 (1 ფრე).

აღსანიშნავია, რომ "მერანს" ეროვნული ლიგა 1-ის 4 კლუბზე უფრო მეტი თანხა აქვს გამომუშავებული, ხოლო ლიგა 1-ის წარმომადგენელ "შუქურას" (19 800) მეორელიგელ თითქმის ყველა კლუბზე ნაკლები თანხა აქვს მოპოვებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული