ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის კლუბებისთვის პრემიალური თანხა შემცირდა. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ სფფ-ს გენერალურ მდივნის დავით მუჯირისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და კლუბების ხელმძღვანელთა ქობულეთურ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო თემა განიხილეს, ერთ-ერთი თემა კი სწორედ პრემიალური სისტემა იყო. მაშინ ითქვა, რომ ეროვნული ლიგის კლუბი მოგებისთვის 30 ათას ლარს მიიღებდა, ლიგა 2-ის კი - 15 ათასს.

- პრო ლიგა 1-ში მოგება 30 ათას ლარად შეფასდება - ქობულეთური შეხვედრის უცნობი დეტალები

"სეზონის
დაწყების წინ აღნიშნულ საკითხზე აღმასკომმა იმსჯელა და ეროვნული ლიგის კლუბები მოგებაზე 20 000 ლარს მიიღებენ. ლიგა 2-ში მოგებაზე პრემიალური 10 ათასი ლარია.

გარდა ამისა, კლუბები თანხებს დავით ყიფიანის სახელობის თასზე წარმატებული გამოსვლისთვისაც მიიღებენ - ქვეყნის თასზე ერთი ბარიერის გადალახვისთვის კლუბი 10 ათას ლარს მიიღებს.

თანხებზე არ იმოქმედებს ლიმიტი - ყველა კლუბი, მოგებისთვის რა თანხასაც გამოიმუშავებს, სრულად მიიღებს", - გვითხრა მუჯირმა.
ასევე დაგაინტერესებთ