დარასელია "შუქურას" არ გაწვრთნის - კლუბში მდგომარეობა კატასტროფულია!

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურას" დირექტორის, რევაზ ჩელებაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით, "ლელო" წერდა, რომ ზღვისპირული გუნდი გიორგი დარასელიამ ჩაიბარა. 48 წლის სპეციალისტს, წესით, ახალი სამსახური გუშინ, "სამტრედიასთან" მატჩით უნდა დაეწყო, მაგრამ...

"შუქურას" მთავარ მწვრთნელად ოქმში ამჯერადაც ირაკლი ბალაძე ეწერა, დარასელია კი თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. როგორც შევიტყვეთ, ის კლუბის ხელმძღვანელობასთან ვერ შეთანხმდა და ქობულეთელთა მწვრთნელად აღარ იმუშავებს.

"ჩემი ამოცანაა, გუნდი ლიგაში დარჩეს, მაგრამ ფინანსურად გაგვიჭირდა, სპონსორიც ვერ მოვიზიდეთ და კლუბი კატასტროფულ მდგომარეობაშია.

სათანადო პირობების შექმნას ვერ ვახერხებთ და სწორედ ამის ბრალია, ფაქტობრივად დანიშნული დარასელია
რომ ვერ შევინარჩუნეთ...

სხვა რა გზაა, ჩვენი ძალებით შევეცდებით მდგომარეობიდან გამოსვლას. ფაქტია, გუნდს გაძლიერება ესაჭიროება, საამისოდ კი ფულია აუცილებელი", - წუხს ჩელებაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
სადაა დარასელია სად? ვერ მოიგო ეს თამაში და გამოიპარა ხომ? დარასელია რომ მიგყავდათ გენძეხაძის გარეშე როგორ მოიგებდა?
Dragonfly
21:56 08-05-2017
0
რევაზ,წადი, დატოვე კლუბი და გაყიდოს მუნიციპალიტეტმა ის ღია აუქციონზე.სპონსორები და იდიოტები "ფულის ჩუქების ოსტატი ქველმოქმედები" უკვე არ არიან.დაისვენე, "ჩელე არენას" სახელს არავინ გადაარქმევს. კლუბს კი იქნებ რაიმე ეშველოს უშენოდ.
QWERTY
21:33 05-05-2017
0

სიახლეები პოპულარული