ეროვნული ლიგა. IX ტური: "დილა" შინ ჩემპიონთან დამარცხდა

AutoSharing Option
30 აპრილს ეროვნული ლიგის IX ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის "დილამ" "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში პირველი გოლი 52-ე წუთზე დავით რაჟამაშვილმა გაიტანა, ხოლო 71-ე წუთზე სალივუ ტრავალიემ გაათანბრა. 85-ე წუთზე კი რაჟამაშვილმა დუბლი გაიფორმა და "სამტრედია" წინ გაიყვანა.

- ეროვნული ლიგა. IX ტური: ბათუმის "დინამომ" "კოლხეთს" სძლია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი ეგ ზივ არიე და .... მეე და სად იპოვა ეს ფეხბურთელები გამაგებინაა სირცხვილიაა ეს ხალხი ამ გორში სულ ესე მიცხვარებული როგორ უნდა იყოს ვაჟა მათიაშვილი რომელი გრანდიდან მოიყვანეს დაწერეთ მაინც და საერთოდ აქეთ ბოდიშით კიდევ რომ გავბრაზდით თქვენ ხომ არ გეკადრებათ კრიტიკა

gio gori
20:09 30-04-2017
0

სიახლეები პოპულარული