ეროვნული ლიგა. VIII ტური: "სამტრედია" და "ლოკომოტივი" დაზავდნენ

AutoSharing Option
22 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VIII ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და უგოლო ფრეს დასჯერდა.

დღესვე მოგვიანებით ბათუმის "დინამო" ქობულეთში ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს, ტური კი 23 აპრილს, "დინამო არენაზე" გასამართი თბილისური დერბით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს "დინამო" და "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ VIII ტური 21 აპრილს გამართული ორი მატჩით გაიხსნა. ქობულეთში "შუქურა" და "დილამ" უგოლოდ ითამაშეს, საჩხერის "ჩიხურამ" კი ზესტაფონში ფოთის "კოლხეთს" ანგარიშით 3:1 მოუგო.