ეროვნული ლიგა. VII ტური: "საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" მოუგო

AutoSharing Option
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VII ტურის მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც თბილისის "საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში 28-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, მეორედ კი ზრისპირელებს მე-60 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გაუტანა.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ "საბურთალოს" 12 ქულა აქვს და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მესამეა. ბათუმის "დინამო" 9 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

ტური ქუთაისში გასამართი შეხვედრით დასრულდება, რომელშიც "ტორპედო" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული