ეროვნული ლიგა. VII ტური: "ლოკომოტივმა" მოგება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა

AutoSharing Option
12 აპრილს ეროვნული ლიგის VII ტურის მატჩი გაიმართა.

თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე გორის "დილას" უმასპინძლა. გუნდებს შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში სტუმრებმა მე-4 წუთზე ლეანდრო რიბეიროს გოლით გახსნეს, თუმცა მალევე საპასუხოდ ორი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში. მე-15 წუთზე მამია გავაშელიშვილი, ხოლო მე-16 წუთზე ირაკლი სიხარულიძე გამოირჩნენ.

42-ე წუთზე კი სიხარულიძემ დუბლი მიითვალა. 67-ე წუთზე "დილამ" სხვაობა შეამცირა, ამჯერადაც რიბეირო გამოირჩა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.

მსაჯის მიერ მეოთხე დამატებულ წუთზე კი "დილას" კიდევ ერთმა
ლეგიონერმა ფლავიო ნუბიომ ანგარიში გაათანაბრა და საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ სიხარულიძეს უკვე მე-8 გოლი აქვს გატანილი მიმდინარე ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი მამია გავაშელიშვილია 6 გოლით.

ტურის სხვა მატჩები 13 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კრილია-ს 5 ბურთი გაუტანა
kog1952
08:19 13-04-2017
0
გამახსენდა დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გოჩა გავაშელი. რატომღაც დაუმსახურებლად არის მივიწყებული. მგონი ერთ სეზონში საუკეთესო ბომბარდირიც კი იყო...
aburjga
22:04 12-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული