ეროვნული ლიგა. VI ტური: "დილამ" და "კოლხეთმა" ქულები გაიყვეს

AutoSharing Option
8 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VI ტურის მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს გორის "დილა" და ფოთის "კოლხეთი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე ფოთელთა უკრაინელმა ბომბარდირმა მიკიტა კოვტალიუკმა გახსნა. "დილამ" წონასწორობა ოთხ წუთში, სალიეუ ტარავალეს გოლით აღადგინა.

"კოლხეთს" მოგება მაინც შეეძლო. თამაშის მიწურულს გატანის კარგი შანსი გიორგი ჯანელიძეს ჰქონდა, რომელმაც 11-მეტრიანი ნიშნულიდან ბურთი კარს გადააცილა.

მანამდე ჩატარებულ ტურის სასტარტო შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივმა" ქობულეთის "შუქურა" ანგარიშით 5:0 დაამარცხა, დარჩენილი სამი
მატჩი კი 9 აპრილს ჩატარდება.

- ეროვნული ლიგა. VI ტური: თბილისის "ლოკომოტივი" 5:0-ს დაეჩვია

ეროვნული ლიგა. VI ტური
8 აპრილი
დილა-კოლხეთი 1:1
გოლები: 0:1 კოვტალიუკი (20), 1:1 ტარავალე (24).
გაცუდებული პენალტი: ჯანელიძე (83).

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
შუქურა-ლოკომოტივი 0:5
გოლები: 0:1 სიხარულიძე (12), 0:2 გავაშელიშვილი (30), 0:3 ქავთარაძე (55), 0:4 სიხარულიძე (83), 0:5 გავაშელიშვილი (87).

9 აპრილი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00
სამტრედია-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
32: +9 =6 -17, 32-60

ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
50: +7 =8 -35, 44-104
დისკვალიფიკაცია
ლაშა თოთაძე (დინამო თბ)

ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 20:00
ჩიხურა-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 3:3
დისკვალიფიკაცია
ლაშა ჩიკვაიძე (ჩიხურა) - ელვინ ტერა (საბურთალო).
მკითხველის კომენტარები / 3 /
კოვტალიუკს უნდა დაერტყა პენალტი,იღორა ჯანელიძემ
malxazi
11:22 09-04-2017
0
მიდით ბიჭები ეგრე შებერეთ კარგა იქნება ყველაფერი რო გავარდებით.ზივ არიემ კიდე გადაწყვიტოს აქ ურჩევნია დასაფლავება თუ იზრაელში გადავასვენოთ.
დილა გორი
07:53 09-04-2017
0

სიახლეები პოპულარული