ქუთაისის "ტორპედოს" საწყისი ფასი აუქციონზე სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ქუთაისის "ტორპედოს" ფასს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში დაადგენს და აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიას მიაწვდის.

ამის შემდეგ, ქუთაისის მერია გადაწყვეტს, რომელ დღეს გავა კლუბი გასაყიდად აუქციონზე. აუქციონზე "ტორპედო" სწორედ ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილ ფასში გაიყიდება.

მოგეხსენებათ, იანვარში სამხარაულის ექსპერტიზამ ქუთაისური კლუბი 700 000 ლარად შეაფასა და სწორედ ამ ფასში უნდა გაყიდულიყო "ტორპედო", თუმცა არათუ არ გაიყიდა, არამედ გასაყიდად აუქციონზეც არ გასულა.

- ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე გაიყიდება, საწყისი ფასი 700 000 ლარია!

ამის
მიზეზი კი ვალუტის კურსია, რომელიც იანვარში ძალიან არასტაბილური იყო და ამან კლუბის ფასზეც იმოქმედა.

გამომდინარე იქიდან, რომ იანვრიდან დღემდე უცხოური ვალუტის კურსმა ლართან მიმართებით საგრძნობლად იკლო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ტორპედოს" ახალი საწყისი ფასი დაიკლებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ ორივე ლიგის ყველა კლუბი ერთდროულად არ გავა აუქციონზე გასაყიდად,ასე ცალ-ცალკე კლუბების ყიდვა მყიდველებისათვისაც და ფეხბურთისათვისაც არის დამღუპველი.
უფრო მეტად დამღუპველია ზღაპრულად იაფ ფასში ასეთი ბრენდის გაყიდვა როგორიცაა ტორპედოსი და ამაზე ადრე თუ გვიან ვიღაცას მოუწევს პასუხის გაცემა.
M.S.
13:09 31-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული