თბილისის "დინამომ" საბა ლობჟანიძე მთავარ გუნდში დააბრუნა

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, თბილისის "დინამომ" საბა ლობჟანიძე მთავარ გუნდში დააბრუნა. ლობჟანიძემ დღეს მთავარ გუნდში ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნახევარმცველი თურქული შეკრებიდან ნაადრევად დაბრუნდა. "დინამომ" ის დუბლებში გადაიყვანა, ჩვენი ინფორმაციით კი, საქმე კონტრაქტში იყო, რომლის გახანგრძლივებაზე ფეხბურთელმა უარი განაცხადა. ლობჟანიძეს "დინამოსთან" მოქმედი კონტრაქტი ამ წლის მაისში ეწურება.

თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის მე-4 ტურს სტუმრად "სამტრედიას" წინააღმდეგ გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ