სად გამოგვადგა თურქული შეკრება... გიორგი დევდარიანმა სასტარტო გამარჯვება შეაფასა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" ეროვნული ლიგის პირველ ტურში ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა სასტარტო მატჩი შეაფასა.

- ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 2:1 - სტარტიც ასეთი უნდა! [VIDEO]

"სტარტი ყოველთვის და ყველა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ჩემპიონატის დაწყებას ყველა განსაკუთრებულად ველოდით, რადგან ახალი ფორმატია და შესაბამისად, უფრო გაძლიერებული ჩემპიონატის იმედი გვაქვს.

ახლა ეროვნული ლიგის ათეულში ბევრად უკეთესი გუნდები არიან, ვიდრე - წინა წლებში. ზუსტად ვიცოდი, რომ ადვილად დასამარცხებელი გუნდი არც ბათუმის "დინამო" იყო. ამ გუნდმა შარშანდელი სეზონიც ძალიან
კარგად ჩაატარა. თურქეთშიც მქონდა საშუალება, მისი თამაშები მენახა, ისევე, როგორც ბათუმელთა მწვრთნელებს - ჩვენი სპარინგების. ამდენად, ერთმანეთზე მეტ-ნაკლებად რეალური წარმოდგენა გვქონდა და გამართლდა კიდეც ის მოლოდინი, რომ დიდი ბრძოლა და ძალიან რთული თამაში იქნებოდა.

გოლი ისეთ დროს გავუშვით, თამაშის შემოსატრიალებლად დრო გვრჩებოდა. თურქეთის შეკრებამ აქ იჩინა თავი, რადგან გუნდს რომ საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერება არ ჰქონოდა, თამაშის ხასიათის შეცვლა გაგვიჭირდებოდა. ჩვენ კი ეს მოვახერხეთ.

ასევე, მინდა ბათუმის "დინამოს" მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. ცხადია, გახარებულები ვართ, რადგან პირველივე თამაში მოვიგეთ, მაგრამ ეს მხოლოდ გზის დასაწყისია. ფეხბურთელებსაც ვუთხარი გასახდელში, რომ ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადავდგით, ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და ეს თამაში უკვე უნდა დავივიწყოთ", - ამბობს დევდარიანი.

ირაკლი სიხარულიძემ ბათუმელებთან დუბლი შეასრულა და "ლოკომოტივს" მეტოქის ძლევასა და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა. "დინამოსთან" შეხვედრაზე "ლოკომოტივის მე-7 ნომერმაც ილაპარაკა:

"პირველი ტური და სეზონის დაწყება ყოველთვის ძნელია. ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ბათუმელებთან ორმაგად რთული მატჩი გვქონდა, რადგან კარგი მეტოქე გვყავდა.

იყო მესამე ფაქტორიც - გოლი დასაწყისშივე გავუშვით. თუმცა შევძელით და გავიმარჯვეთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვეცდებით, შემდეგ თამაშებში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ და შედეგთან ერთად, უკეთესი ფეხბურთიც ვაჩვენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
magari trenerebi ligaze arian )))
kkkk
14:34 08-03-2017
0
მაგარი ტრენერია დევდარიანი,დიდი ხანია იცნობს ლოკოს ფეხბურტელებს და შედეგიც ექნება.თევდორაძე უმაგლეში მან დააყენა პირველად
დავით
08:48 08-03-2017
0

სიახლეები პოპულარული