"ისეთი პირობებით, როგორიც ლობჟანიძეს აქვს, "დინამოში" რონალდოსაც არ დავიტოვებთ"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ დღეს, 2 მარტს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სალუქვაძემ საბა ლობჟანიძეზეც ილაპარაკა, რომელიც ხელმძღვანელობამ 19-წლამდელთა გუნდში გადაიყვანა.

- რატომ სჯის თბილისის "დინამო" საბა ლობჟანიძეს

"საბა კარგი ფეხბურთელია და მას ჩვენი გუნდის წევრად მოვიაზრებდით. კარგად იცით, რომ ახლა გაახალგაზრდავების პროცესია და მისი იმედი ნამდვილად გვქონდა. მას "დინამოსთან" კონტრაქტი მაისამდე აქვს და უნდა ეთამაშა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მან "დინამოში" დარჩენა არ ისურვა და უცხოეთში თამაში ამჯობინა. ბუნებრივია, ასეთ დროს კლუბმა ოფიციალური შემოთავაზება უნდა
მიიღოს, რომ შემდეგ ამის საფუძველზე გასხვისდეს ფეხბურთელი.

არ დაგიმალავთ, რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები მართლაც გვქონდა, ოღონდ მხოლოდ სატელეფონო დონეზე. როგორც კი ვამბობდით, რომ მათ ოფიციალური წინადადებით უნდა მოემართათ ჩვენთვის, საქმე წინ აღარ მიდიოდა.

ყველაზე რეალური ვარიანტი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთი კლუბიდან იყო, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე მათ ჩვენთან კონტაქტი გაწყვიტეს და სხვა ფეხბურთელის ყიდვა ამჯობინეს.

ამის შემდეგ ვცადეთ ლობჟანიძის შენარჩუნება, მაგრამ ისეთი პირობები წამოგვიყენა მისმა მხარემ, კრიშტიანო რონალდო რომ მოვიდეს "დინამოში", მასაც კი არ დავიტოვებთ. ლობჟანიძეს სურდა მატჩების 75% ძირითად შემადგენლობაში დაეწყო...

ფეხბურთელები, რომლებიც "დინამოში" გაიზარდნენ, კონტრაქტის დროს კატა-თაგვობანას არ უნდა გვეთამაშებოდნენ და დამატებით ხრიკებს არ უნდა ეძებდნენ", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კაკაბაძეს რო არ წასულიყო თავისუალი აგენტის სტატუსით და დინამოსთან გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი, დღეს ისევ დინამოში ითამაშებდა და არა ევროპაში. მომავალ ფეხბურთელებს რა მაგალითს აძლევთ მაგაზე იფიქრეთ.
ლაშა
15:39 06-03-2017
0
სალუქვაძე- სამარცხვინო ხარ!!!
hari
15:57 03-03-2017
0

სიახლეები პოპულარული