კახა კაჭარავა: ეს "დინამოა" და ვალდებული ვარ, გვერდში დავუდგე!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ დღეს, 2 მარტს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კაჭარავამ "დინამოსთან" თავის დამოკიდებულებასა და საბა ლობჟანიძის შესახებ ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავარ გუნდს ჩამოაშორეს.

- რატომ სჯის თბილისის "დინამო" საბა ლობჟანიძეს

"თბილისის "დინამო" ჩემთვის უცხო არაა. ეს ჩემი ოჯახია, "დინამოთი" ვცხოვრობ. პატარაობიდანვე ამ კლუბში თამაშზე ვოცნებობდი. როგორც კი შანსი მომეცა აქ მუშაობის, სიამოვნებით დავთანხმდი.

"დინამოს" აუცილებლად გვერდში დავუდგები. აქ მყოფი ფეხბურთელები კარგი მომავლის იმედს იძლევიან. ორი წლის წინ "დინამოში" სხვა მოთხოვნები იყო, ახლა
- სხვა. დღეს აქცენტი აკადემიაზე კეთდება.

"დინამოში" ადრეც მიმუშავია და არავიზე გავბრაზებულვარ. ვიმუშავე "ცხინვალშიც". საერთოდ, არსად უნდა მოიქცე ისე, რომ უკან დასაბრუნებელი პირი აღარ გქონდეს.

ფეხბურთში ფულს ყურადღებას არ ვაქცევ და მინდა ეს იცოდეთ. "ცხინვალში" ვიყავი და იქ ყველაფერი მაკმაყოფილებდა, მაგრამ ეს "დინამოა" და ვალდებული ვარ, მის გვერდში ვიყო. ჩემი ხედვა ასეთია.

რაც შეეხება საბა ლობჟანიძის საკითხს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მინდა მყავდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელსც "დინამოსთვის" თამაში სურს. აქ მყოფებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ, თუ რა კლუბში არიან.

საბა "დინამოს" აღზრდილია. მე მისი აქ ყოფნა მინდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ 19-წლამდელებში, როცა ის არავის ახსოვდა, მე წავიყვანე ხორვატიაში", - თქვა კაჭარავამ.

ასევე იხილეთ:

- რომან ფიფია: გადავწყვიტე, თბილისის "დინამოს" ბაზა ქალაქგარეთ გავიტანო!
- "დავრწმუნდი, ქართველზე გულიანად "დინამოს" ვერცერთი უცხოელი გაწვრთნის"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაანებე დინამოს თავი რა, ხომ ხედავ ვერ ივარგე, შე-ვე- შვი
კახა
10:02 03-03-2017
0
ამან ვინ უნდა გაწრვტნას,,ცხინვალი გააგდო უმახლესიდან,,ადრე ფულს იტხოვდა ფეხბურტელებისგან ტამასის სანაცვლოდ
jiji
01:36 03-03-2017
0

სიახლეები პოპულარული