რომან ფიფია: გადავწყვიტე, თბილისის "დინამოს" ბაზა ქალაქგარეთ გავიტანო!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ დღეს, 2 მარტს, პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე საკითხთან ერთად, დიღმის მასივში მდებარე კლუბის საწვრთნელი ბაზის მომავალზეც ისაუბრა.

ცნობილია, რომ ბაზის სიახლოვეს მრავალსართულიანი კორპუსების აშენება იგეგმება, რაც კლუბის წარმომადგენელთა აზრით, ბაზის ფუნქციონირებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

- "ეს კორპუსი არ ააშენონ და ახალ, კოხტა და თანამედროვე სტადიონს ავაშენებ"

"სამწუხაროდ, უმადურობასთან გვაქვს საქმე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელმაც სული და გული ჩადო ამ ბაზის მშენებლობაში, ძალიან მტკივნეულია ის, რაც მასთან დაკავშირებით ხდება. აქ კორპუსები შენდება, რომლებიც სრულად გაანადგურებს აქაურობას.
ეს სამწუხარო რეალობაა!

მათ უფლება აქვთ მშენებლობის და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მისი შეჩერება. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში ბაზა გადავიტანო ქალაქგარეთ. აქ შეიძლება ხალხმა ბოთლების ან სიგარეტების სროლა დაიწყოს და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბავშვებს ასეთ პირობებში ავარჯიშებს.

ახალი ბაზა, შესაძლოა, თბილისის ზღვაზე იყოს ან მცხეთაში. ჯერ ვაგრძელებთ აქ მუშაობას, თუმცა მალე დავიწყებთ ახალი ადგილის ძებნას", - თქვა ფიფიამ.

სრულ პრესკონფერენციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ასევე დაგაინტერესებთ