კაჭარავადან კაჭარავამდე - რა საერთო აქვთ თბილისის "დინამოსა" და "პალერმოს"

AutoSharing Option
2011 წლის იანვარში თბილისის "დინამო" ბიზნესმენმა რომან ფიფიამ შეიძინა და მას მერე კლუბში ბევრი სასიკეთო რამ განხორციელდა - ევროპულ დონეზე განხორციელდა კლუბის ბაზის რეკონსტრუქცია, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა "დინამო არენაზეც" და გაიხსნა კლუბის აკადემია.

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ "დინამო" წარმატებული გუნდია, ევროთასებზე ქართულმა გრანდმა თავი ერთხელაც ვერ გამოიჩინა და 7 ჩემპიონატიდან მხოლოდ 3 მოიგო. სხვა ნებისმიერი კლუბისთვის ეს შედეგი ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ არა "დინამოსთვის"...

ახლა ძნელი სათქმელია, ამის გამო შეიცვალა "დინამოში" 13-ჯერ მწვრთნელი 6 წლისა და ერთი თვის განმავლობაში თუ პირიქით, იმის გამო, რომ კლუბში მწვრთნელებს ხელთათმანებივით ცვლიან, ის სათანადოდ წარმატებული ვერ არის...

6 წლის წინათ, "დინამოს" ახალმა პრეზიდენტმა გუნდში დააბრუნა კახა კაჭარავა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გადადგა თანამდებობიდან. მოკლედ, წრე შეიკრა - პრეზიდენტმა მშველელად ისევ იგივე სპეციალისტი იხმო, როგორც პირველ ჯერზე.

კაჭარავადან კაჭარავამდე კი იყო 13 ცვლილება 12 მწვრთნელის მონაწილეობით. მაშ ასე, ფიფიას პრეზიდენტობის ხანაში "დინამოს" წვრთნიდნენ:

კახა კაჭარავა 2011 იანვარი - ივნისი
ალექს გარსია 2011 ივნისი - 2012 იანვარი
გიორგი დევდარიანი 2012 თებერვალი - აპრილი
ნესტორ მუმლაძე 2012 აპრილი - ივნისი
დუშან უჰრინი უმცროსი 2012 ივნისი - 2013 დეკემბერი
მალხაზ ჟვანია 2013 დეკემბერი - 2014 მაისი
მიხალ ბილეკი 2014 ივნისი - ივლისი
კახა გოგიჩაიშვილი 2014 აგვისტო - 2015 მაისი
გია გეგუჩაძე 2015 მაისი - 2016 იანვარი
იურაი იარაბეკი 2016 იანვარი - აგვისტო
თამაზ სამხარაძე 2016 სექტემბერი - ოქტომბერი
ვიაჩესლავ გროზნი 2016 ოქტომბერი - 2017 თებერვალი
კახა კაჭარავა 2017 თებერვალი -

12 მწვრთნელი 6 წელიწადში! საშუალოდ, თვეში ერთხელ მწვრთნელის შეცვლით ვერც ერთი გუნდი ვერ წავა წინ. 12 მწვრთნელიდან მხოლოდ ერთმა - დუშან უჰრინმა გაძლო წელიწადზე მეტი. მიხალ ბილეკმა
და თამაზ სამხარაძემ კი ორი თვეც ვერ იმუშავეს თანამდებობაზე.

სიცილიური ანალოგი
2002 წელს მაურიციო ძამპარინიმ "ვენეცია" გაყიდა და სერია B-ს მკვიდრი "პალერმო" შეიძინა. მისმა ინვესტიციებმა თავიდან გაამართლა, გუნდი ელიტას დაუბრუნდა, მისი ფორმა მრავალმა ვარსკვლავმა მოირგო, მაგრამ მეტი განვითარება ვერ შეძლო - მწვრთნელთა ხშირმა ცვლილებამ თავისი შედეგი გამოიღო და ახლა "პალერმო" წარუმატებლად იბრძვის ელიტაში დარჩენისთვის.

2002 წლიდან მოყოლებული, ძამპარინიმ უამრავი მწვრთნელი შეცვალა, ბევრიც უკან დააბრუნა და ისევ მოხსნა. ამ მხრივ, ქართული კლუბის მეპატრონე იტალიელთან ახლოსაც ვერ მოვა - 2011 წლიდან რომ მოვთვალოთ, "პალერმომ" 22-ჯერ (!) შეცვალა მწვრთნელი. ეს კი საშუალოდ 3,2 თვეში ერთი ცვლილებაა.

საშუალოდ, "დინამო" მწვრთნელებს ყოველ 6 თვეში ერთხელ ცვლის, "პალერმო" - 3 თვეში ერთხელ.
იცის ვინმემ ფიფიას რა გეგმები აქვს საერთოდ?უნდა კი დინამოს აღორძინება?
rezi
17:32 17-02-2017
0
თამაზ სამხარაძე იყო მოვალეობის შემსრულებელი და ბუნებრივია, რომ განსაზღვრულ მცირე ვადაზე მეტს არც იმუშავებდა თანამდებობაზე.
წარმატებები დინამოს ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად !
guro
17:03 17-02-2017
0
სიახლეები პოპულარული