გორის "დილა": სპარინგი რუსულ კლუბთან და კიდევ ერთი ლეგიონერი

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი გორის "დილა" 14 თებერვალს მორიგ საკონტროლო მატჩს გამართავს. როგორც შევიტყვეთ, გორელთა მეტოქე ამჯერად რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ადგილოსანი "როსტოვი" იქნება.

ჩვენი ინფორმაციით, "დილას" თურქეთში კიდევ ერთი ლეგიონერი შეუერთდა. ეს 20 წლის ნიგერიელი მცველი ალიუ აბუბაქარია, რომელიც 2016 წლის მარტში ნიგერიული "მუტუნჩი აკადემიიდან" ფინურ "კუპსში" გადაბარგდა. აბუბაქარს 2017 წლის 1 იანვრიდან თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა. მანამდე მას ნიგერიის 17-წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო ედო) ხომ ხედავ შეუძლებელი არ ყოფილა ინფორმაციის მოძიება) ასე არ ჯობია საქმის გაკეთება? )
rato aba
15:44 13-02-2017
0
არა მარტო ნათამაშები-მსოფლი ჩემპიონიცაა გამხდარი ჩვიდმეტწლამდელებთან ერთად
ALIU
22:45 12-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული