დღეს თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე "დნიპროს" ამხანაგურად ეთამაშება

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" დღეს მეორე სპარინგ-მატჩს ჩაატარებს.

ლარაში დაბანაკებული ვიაჩესლავ გროზნის გუნდი ამხანაგურად უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან და ტიტულოვან კლუბთან, დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან" ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება. "დინამოს" უკვე შეუერთდნენ საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები: გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე და ბაჩანა არაბული.

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი 25 იანვარს, სლოვაკურ "ჟილინასთან" გამართა და ფრეს დასჯერდა (1:1).

თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე, რომელსაც 5 თებერვალს დაასრულებს, სპარინგ-მატჩებს ასევე გეგმავს მაკედონიურ "სილექსსა" და უკრაინულ "ჩერნომორეცთან".
მკითხველის კომენტარები / 1 /
გროზნი დროზე მოიცილეთ მაქ ინფორმაცია ცუდი.ეხლავე ანტალიიდანვე ისეთებს იზახის დინამოს ხემ....აქ ვერ დავწერ.მე უკრაინელი ვეგონე და ბევრი ვისაუბრეთ.მერე ერზე რომ გადავიდა იქ უკვე გადამეკეტა ........მე 15 მოვდივარ ხემ მანდ ვნახავ.არ დატოვოთ გთხოვთ
0

სიახლეები პოპულარული