თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" სპარინგ-პარტნიორები შეცვალა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" სპარინგ-პარტნიორები შეცვალა.

უახლოეს ტესტ-მატჩს თბილისური კლუბი 28 იანვარს "ტომის" ნაცვლად უკრაინულ "დნიპროსთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

ასევე შეიცვალა მეტოქე დარჩენილ კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრაში. 1 თებერვალს "რაბოტნიჩკი" მაკედონიურმა "სილქსმა" ჩაანაცვლა, ხოლო "ორენბურგის" ნაცვლად "დინამო" 4 თებერვალს ოდესის "ჩერნომორეცს" შეხვდება.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ