მარტვილის "მერანი": სპარინგები გაწერილია

AutoSharing Option
მარტვილის "მერანი" მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გაივლის.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მარტვილელებმა სპარინგ-მატჩებში მეტოქეთა ვინაობა უკვე დააზუსტეს. "მერანის" პირველი მოწინააღმდეგე იქნება უკრაინის პერშა (პირველი) ლიგაში 48 ქულით გალიდერებული "მარიუპოლი", რომელიც პრემიერლიგაში გადასვლის უპირობო კანდიდატია.

მეორე მეტოქეა ჩერნიგოვის "დესნა", რომელიც ასევე უკრაინის პირველი ლიგის ბინადარია და 40 ქულით მე-3 ადგილზეა. ეს გუნდიც უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის.

მარტვილელებმა მესამე სპარინგი პოლონურ (მიელეცი) "სტალთან" დაგეგმეს, რომელიც იქაურ პირველ დივიზიონში მე-14 ადგილზეა. შეკრებას "მერანი" უზბეკეთის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ "ოლმალიქთან" დაპირისპირებით დაასრულებს.

გიორგი მიქაძის "მერანი" ანტალიაში 6 თებერვალს
გაემგზავრება და იქ, სავარაუდოდ, ორ კვირას დაჰყოფს. თურქულ შეკრებამდე კი მერანელები საქართველოში სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აქ მარტო მერანზე არაა საუბარი. მერანს შეიძლება ეს ყველაზე ნაკლებად ეხება.
gabo
18:50 24-01-2017
0
erti ram ver gamigia,tqven kai xalxo turqethi rom garbixart zborebze(kvela gunds exeb) da dolarebit amdidrebt.
harhan gabalam hekreba tbilishi gaiara da aba miedaret romelime.
TAMAZIKO
18:48 24-01-2017
0

სიახლეები პოპულარული