თემურ ღონღაძის პროგნოზი: ჩემპიონატი ისევ არაპროგნოზირებადია

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" ახალწვეულმა თემურ ღონღაძემ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გააფორმა. 31 წლის მცველმა კლუბის მიზნებზე ილაპარაკა.

"გარდამავალი ჩემპიონატი ძალიან არაპროგნოზირებადი იყო. მაგალითად, მე ვიყავი ჩემპიონ გუნდში, რომელსაც ბოლოს გასავარდნად ჰქონდა საქმე...

გუნდების შემადგენლობებს რომ გადავხედე, ახალ ჩემპიონატშიც თითქმის ყველა თანაბრადაა დაკომპლექტებული. ჩემი აზრით, დაახლოებით ხუთ გუნდს თანაბარი შანსი აქვს, რომ სამეულისთვის იბრძოლოს. მათ შორის, მიმაჩნია, "ლოკომოტივიც" არის, სადაც ბევრი ახალგაზრდაა, რომელთაც ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშიათ და პლუს, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეც მივედით.

ამის მიუხედავად, წინასწარ რაიმეს თქმა მაინც ძალიან ძნელია და
ვერაფერს დაგეგმავ. თუმცა, მინიმუმ ხუთეულისთვის მაინც უნდა ვიბრძოლოთ", - ამბობს ღონღაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული