უჩა სოსიაშვილი: რეფორმებს მეც შევეწირე

AutoSharing Option
გორის "დილას" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გუნდის გულშემატკივრებსა და მედიას შეხვდა. პრესკონფერენციაზე მან პოსტიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა "დილას" ქომაგებს, კლუბის ძველ ხელმძღვანელობას, მედიას... რა თქმა უნდა, ფეხბურთელებსაც, რომლებიც მძიმე ფინანსურ სიტუაციაშიც კი საქმისადმი ერთგულებასა და პროფესიონალიზმს არ ღალატობდნენ...

სოსიაშვილმა არ დაივიწყა მამუკა ჯუღელის წვლილიც, ვისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელების მიყვანა; გაიხსენა ქალაქის ძველი და ახალი ხელმძღვანელობის წვლილი...

მოკლედ, მოვუსმინოთ სოსიაშვილს:

- ჩვენმა ჯგუფმა, გიორგი ტუღუშის ხელმძღვანელობით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ
"დილა" არ ყოფილიყო მხოლოდ სახელმწიფოზე "ჩამოკიდებული" კლუბი და გადასულიყო კერძო ინვესტორის ხელში.

ყველა საქმე იწყება ძალიან მძიმედ. გაგახსენებთ იმ დღეს, როცა "დილაში" მოვედი და პირველივე პრესკონფერენციაზე მოსული ხალხი იცინოდა... ცხადია, ეს ჩემთვის დამამცირებელი იყო... თუმცა გავუძელით ამ რთულ სიტუაციას, გადავლახეთ ყველა ბარიერი და წარმატებებსაც მივაღწიეთ.

კლუბის ახალი მეპატრონეებისთვისაც დღეს დაახლოებით ისეთი, ძალიან რთული ეტაპი დგას. მოვიდნენ ინვესტორები, რომლებმაც ჯერ კონკრეტულად არ იციან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს აქაურ გარემოში. ამიტომაც სჭირდებათ გვერდში დგომა. მათ დაიწყეს რეფორმები და, სამწუხაროდ, ამ რეფორმებს მეც შევეწირე. მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ვიქნები ამ ადამიანების გვერდში, რომელ პოზიციაზეც უნდა ვიყო "დილაში". ამასვე მოვუწოდებ იმ ადამიანებსაც, რომლებიც თავის დროზე ჩვენ დაგვიდგნენ გვერდში. წარმატებები მხოლოდ ასე მოვა.

მჯერა, ის ადამიანები, რომლებიც დღეს "დილაში" ხელმძღვანელობაში მოვიდნენ, შეძლებენ დასახული მიზნების მიღწევას.

- პოსტიდან თქვენი წასვლა გარდამავალ ჩემპიონატში ნაჩვენებმა შედეგმა განაპირობა თუ ელოდით, რომ მაინც გაგათავისუფლებდნენ?
- ეს ცვლილება ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე არ მომხდარა. ვიცოდი, რომ რეფორმები იქნებოდა. კარგად ვხვდებოდი, რომ ასეთ რეფორმებს, შესაძლებელი იყო, ჩემი წასვლაც მოჰყოლოდა. თუმცა ვიმეორებ - ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

- როდესაც ახალგაზრდა და უკვე საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი მიდის პოსტიდან, მოსალოდნელია, რომ სხვა გუნდებიდან არსებობდეს მის მიმართ ინტერესი. ხომ არ გქონიათ წინადადება სხვა კლუბებისგან?
- ჯერ ერთი, არ არის გამორიცხული, ისევ "დილაში" გავაგრძელო მუშაობა, ოღონდ, სხვა პოზიციაზე. ეს მოლაპარაკების საკითხია. ამასთან, მე ვარ მწვრთნელი და მინდა ამ მიმართულებით ვიარო. შემოთავაზებები მაქვს და აქედან გამომდინარე მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას. მირჩევნია, კიდევ უფრო განვვითარდე, როგორც მწვრთნელი და ამ მიმართულებით წინ წავიწიო.

- ანუ უფრო მეტი შანსია, წახვიდეთ სხვა გუნდში?
- ვიტყოდი, რომ არ არის იოლი წასვლაც, რადგან იმასაც მნიშვნელობა აქვს, საიდან იქნება წინადადება, რა მიზნები და ამბიციები ექნება იმ გუნდს, რომელშიც შემომთავაზებენ მუშაობას... ბევრი ფაქტორია.

- თქვენ იყავით ერთ-ერთი ავტორი "დილას" ისტორიული გამარჯვებისა და ამით ბევრი მიეცით კლუბის ისტორიას, მაგრამ თავად "დილამ" რა მოგცათ თქვენ?
- პირველ ყოვლისა, ხალხის სიყვარული, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. აგრეთვე, ტიტული და გამოცდილება.

- როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელი, ფიქრობთ, რომ გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა და უმაღლეს ლიგაში გუნდების შემცირება საკლუბო ფეხბურთის განვითარებისთვის სასიკეთო ნაბიჯია?
- ვფიქრობ, ეს სისტემა ქართული ფეხბურთისთვის საუკეთესოა არსებულ სიტუაციაში. გარდა ამისა, არის სახელმწიფოს მხარდაჭერაც, რომელიც თანაბრად ნაწილდება ყველა კლუბზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ახლა არც ერთი კლუბი აღარ იქნება, რომელსაც გაუჩნდება ფინანსური პრობლემები.

თუმცა აქვე ვისურვებდი, რომ უკეთესი მოედნები ყოფილიყო. რეალურად დღეს ოთხი ქალაქია საქართველოში, სადაც ფეხბურთის ნორმალურად თამაშია შესაძლებელი. ესეც თუ გამოსწორდება, მთლად - უკეთესი.

* * *
გიორგი ტუღუში ("დილას" ყოფილი დირექტორი):

"შარშან ჩვენ უჩა სოსიაშვილთან ერთად დავიწყეთ მუშაობა კლუბის კერძო ინვესტორის ხელში გადასაცემად და განვახორციელეთ კიდეც ეს საქმე. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა უჩას საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის, რომელიც ისტორიული გამარჯვება იყო გორისთვის.

მადლობას ვუხდი ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემპიონობის მოპოვებაში დაგვეხმარა - ქომაგს, კლუბის თანამშრომლებს. ეს იყო განცდა, რომელიც ძნელია, რამეს შეადარო.

ამასთან, უჩა სოსიაშვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაშიც შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გამხდარა".

ბოლოს, "დილას" ახალ ხელმძღვანელთა სახელით, მათმა წარმომადგენელმაც გადაუხადა მადლობა უჩა სოსიაშვილს გაწეული სამუშაოსთვის.

"გული გვტკივა, რომ რეფორმები უჩა სოსიაშვილსაც შეეხო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობის მომპოვებელი მწვრთნელისთვის პოსტის დატოვება იოლი არაა, მან, პირველ ყოვლისა, ფეხბურთი დააყენა ყველაფერზე მაღლა", - აღნიშნა "დილას" ახალი ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვინ ვარჯიშობენ ვაფშე იცის ვინმემ? კარტოზიას დაგინებულიაქ არ დაწეროს არაფერი გუნდში რა ხდება
თედო
18:51 25-01-2017
0
გუნდში ბრაზილიელები არიან სასწაული უვიცები სად ნახეს რო ნახეს> მაგრამ გუნდში სანიკიძე რომ იქნება იმ გუნდს რატო უნდა მოთხოვო რამე. ვაი ჩვენ პატრონს რა უნდა მისნაირი წარსულის მქონდე ტიპებს ქართულ ფეხბურთში. ერთპ ერთი აუთსაიდერი იქნება დილა პრო 1 ში ! მერე გაჩვენებთ უჩას წასვლა და გვერდზე გაწევა როგორ უნდა. რამდენიმე ფეხბურთელი თუ მოგეწონება ადამიანს ვინც ვარჯიშობს გუნდთან ერთად.
Lasha
23:41 24-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული