დამაფიქრებელი და აშკარად არასასურველი ტენდენცია: მიგრაცია დაიწყო!

AutoSharing Option
არ დავმალავთ და, საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას მართლაც იმედიანად ვხვდებით! უმაღლეს ლიგაში გუნდების შემცირებული რაოდენობა, ჩემპიონატის ჩატარების შეცვლილი ფორმატი ("გაზაფხული-შემოდგომა"), სოლიდური საპრიზო ფონდის დაწესება - აი, ის უმთავრესი და დამაიმედებელი სიახლეები, წესითა და რიგით, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის განვითარებას რომ უნდა შეუწყოს ხელი.

ასევე პოზიტიურ მოვლენად მიგვაჩნია ლიცენზირების თემაც, რამეთუ ძალიან კარგად გვახსოვს ახლო თუ შორეულ წარსულში რამდენი გვყავდა "ნახევარწლიანი" თუ "ერთწლიანი" გუნდები, რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ამა თუ იმ გუნდს სეზონის დასკვნითი ნაწილი (ხანდახან - ლამის ნახევარი სეზონიც), მხოლოდ და მხოლოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაუმთავრებია.

აღარაფერს ვამბობთ იმაზეც, რომ უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების, ფაქტობრივად, უმრავლესობამ ახალი სეზონისათვის მზადება უკვე დაიწყო და ამ ოცი გუნდიდან, სავარაუდოდ, ნახევარზე მეტს უცხოური შეკრებაც აქვს დაგეგმილი; ეგ კი არა, ახალი სეზონის დაწყებამდე, ზოგიერთი ჩვენი გუნდი ორი უცხოური შეკრების გავლასაც აპირებს!

...თუმცა, ასეთი პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად, უკვე ახლავე შეინიშნება აშკარად დამაფიქრებელი და ასევე აშკარად არასასურველი ტენდენცია: 2017 წლის დაწყებიდან ჯერ 2 კვირაც არ გასულა და უკვე ოცამდე ფეხბურთელმა გადაწყვიტა კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება!

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფეხბურთელი ისწრაფვის იმისკენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე გამოავლინოს და ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარსაც გაუხარდება ის ფაქტი, როცა რომელიმე ჩვენებური საკუთარ კარიერას ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატში გააგრძელებს.

არადა, ამ ბოლო დროს, მართლაც იშვიათზე-იშვიათობაა ისეთი შემთხვევები, როცა რომელიმე ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატიდან მოხვედრილიყოს ტოპ-ლიგებში თუ არა, მეტ-ნაკლებად საშუალო დონის ჩემპიონატში.

სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება და, ერთი-ორი შემთხვევის გარდა, სხვა ვერც ერთ ტრანსფერზე ვერ ვიტყვით, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელისათვის წინგადადგმული ნაბიჯიაო.

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხიც, - ფინანსური ინტერესი! აი, ამ ფაქტორთან დაკავშირებით კი, მართლაც ვერავის გაამტყუნებ, მაგრამ როცა ესა თუ ის ქართველი (თანაც, ახალგაზრდა) ფეხბურთელი ჩვენზე ... დაბალი დონის ჩემპიონატში აგრძელებს კარიერას, აი, ეს კი, მართლაც დამაფიქრებელია...

...ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ახალი წლის დადგომიდან ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატი უკვე 20-მდე ისეთმა ფეხბურთელმა დატოვა, აწ უკვე ყოფილ გუნდში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ რომ მოიაზრებოდა; ეგ კი არა, მათი უმრავლესობა, საქართველოს ნაკრების წევრია, ან კიდევ, იქ მოხვედრის რეალური კანდიდატი! არადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში საპირისპირო ტენდენციით ვხარობდით და, ალბათ, იმაშიც ბევრი დაგვეთანხმება, რომ უცხოურკლუბებმოვლილი ქართველი ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნება სწორედაც რომ საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებას უწყობდა ხელს.

ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლომაია, მათე ვაწაძე, ლადო დვალიშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლაშა სალუქვაძე, უჩა
ლობჟანიძე, გოგიტა გოგუა
- საქართველოს ნაკრების ყოფილი თუ ამჟამინდელი წევრების აქ დაბრუნება აშკარად პოზიტიური ფაქტი იყო ჩვენი ჩემპიონატისათვის და, უპირველეს ყოვლისა, ამ ჩემპიონატში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისათვის. აღარაფერს ვამბობთ ალექსანდრე იაშვილზე, - საქართველოს ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელზე...

...საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილის მომავალი უცხოური გუნდის ვინაობა მალე გახდება ცნობილი; ასევე უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, შარშან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში რომ ჰქონდა მშვენიერი დებიუტი.

ასევე გაურკვეველია იმ გუნდის ვინაობაც, სადაც უნდა გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა (ყველა ვერსიით!) და საუკეთესო ბომბარდირმა ბუდუ ზივზივაძემ.

ჯერჯერობით უცნობია იმ ფეხბურთელთა მომავალიც, საქართველოს ნაკრებში პირველად შარშან რომ გამოჩნდნენ (ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი), ისე როგორც გამოცდილი და უნივერსალი მცველის, გიორგი ფოფხაძის მომავალი გუნდის ვინაობაა გაურკვეველი.

სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ სამშობლოში მცირეხნიანი დაბრუნების შემდეგ კვლავაც უცხოეთში გააგრძელებენ კარიერას ლადო დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე (ორივე - "ატირაუ", ყაზახეთი); კვლავაც დანიაში დაბრუნდა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფორვარდი მათე ვაწაძე ("ვიბორგი"), ისე როგორც რუმინეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია ("გაზ მეთანი");

პირველად მიეცემათ შანსი უცხოურ გუნდებში გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები ორ პერსპექტიულ საყრდენ ნახევარმცველს, მათე ცინცაძეს ("პოგონი", პოლონეთი) და გუგა ფალავანდიშვილს ("ეთნიკოსი", კვიპროსი).

დაბოლოს, ბალტიისპირეთულ ტრანსფერებზეც: "სტანდარტულების" უბადლო შემსრულებელი და საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი (ლომის წილი რომ შეიტანა "სამტრედიას" ჩემპიონობაში) კარიერას მოკრძალებულ ლატვიურ კლუბ "რიგასში" გააგრძელებს, "დილას" აწ უკვე ყოფილი გარემარბი, სწრაფი და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გიორგი ერისთავი კი მეორე ლატვიურ გუნდში, "ლიეპაიაში" გადავიდა...

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ყველაფერ ზემოთქმულს გაგრძელება ექნება, თანაც - აუცილებლად!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ბატონმა კალაძემ კარგად იცის რომ კუვეიტის და რუსული გაზი ყველაზე ეკონომიური და ხარისხიანი არის მსოფლიოში!
გოგი ქუთაისელი
14:01 20-01-2017
0
ბევრი სათადარიგო სკამზე გაატარებს დროს უცხოეთში!
გოგი ქუთაისელი
13:58 20-01-2017
0
მაგის პასუხიც მაქვს ჯიგარო, შემიძლია ჩემი მოსაზრება აქ დავწერო და ჩამოვაყალიბო, მაგრამ მომისმენს ვინმე ან დამეთანხმებით ან კიდევ ადმინი გაატარებს.
ბესო
17:26 18-01-2017
0
ხოდა ბესო რა გავაკეთოთ? ფედერაციასი მივიდეთ კი ბატონო მივიდეთ,, ვინ მოგვისმენს?
Davit
16:54 18-01-2017
0
ერთი რამე ყველას გავიწყდებათ, მოქმედებაა საჭირო ქართული ფეხბურთის გადასარჩენად, ქართული ფეხბურთის ქომაგების მხრიდან, და არა მარტო აქ კომენტარების წერა.
ბესო
15:22 18-01-2017
0
ბავშვების ფულით ფეეხბურთს რომ ვერ გადაარჩენ ცალსახაა.. რასაც ბავშვები იხდიან, ძალიან მცირე იქნება იმ საერთო თანხაში რაც ფეხბურთს ჭირდება. საპრიზო ფონდი არის მაგრამ არ ნაწილდება ყველა გუნდზე, გარდა ამის ვალდებულების გარეშე ირიცხება ბიუჯეტიდან ფული რაც ნისნავს რომ სახელმწიფო თავის გამოყოფილ ფულს სახელს არ არქმევს, , ეს კი რეალურად ფეხბურთში ჩაბმული ხალხის დაკმაყოფილება უფროა., საპრიზო ფონდში ბიუჯეტიდან თანხები ზუსტადაც მაგიტომ უნდა გადაირიცხოს რომ ჯანსაღი თაობის აღზრდას მოხმარდეს ეგ ფული, ეს არის საჯარო ინტერესი, ბევრი სპორტის მიმდევარი ბავშვი, რისთვისაც ღირს სახელმწიფომ ბიუჯეტიდან ფული დახარჯოს, ამით 2 რამეს მოიგებს, ბავშვებს ქუჩას მოაშორებს, და მე-2 ჯანსაღი თაობა გაიზრდება,, მესამეც შეიძლება.. თუ გაამართლეს გარკვეულ წილად ქვეყნის სახელს გაიტანენ საზღვრებს გარეთ და გარკვეული ფინანსური მოგებაც შეიძლება ნახოს აქედან ჩვენმა საზოგადოებამ. კარგია ვინმე თუ ამინც კითხულობს, ეხლა მთელ პროექტს აქ ნუ მომაყოლებთ.
Davit
10:42 17-01-2017
0
საპრიზო ფონდი ხოა ეხლაც? ყველაფერი ემსახურება იმას რომ ჩვენი კლუბები გახდეს კერძო და მეტი ფული გაუჩნდეთ. უფასო ბავშვთა ფეხბურთი დღევანდელ სიტუაციაში ნაკლებადმოსალოდნელია, იმიტომ რომ უფასოდ არაფფერი მოდის, ყველაფერს ფული სჭირდება, ბავშვთა ფეხბურთის შემთხვევაში ფული ან სახელმწიფომ უნდა დახარჯოს, ან ბიზნესმა უნდა ქველმოქმედება გამოიჩინოს მაგრამ რაღაც პერიოდის მერე მოგებას თუ არ ნახავს გაანებეს თავს.
ფაშა ძლიერი
20:25 16-01-2017
0
დრო იმაზე მეტი ჰქონდა ქართულ ფეხბურთ როპმ საკმარისზე მეტიც, მაგრამ შედეგი ისევ ნულია,, ეს უნდა გაიაზროს ყველამ. ადამაინეებზე ხმოლოდ დადებითი შეხედულება ფეხბურთის წარმატების საწინდარი არ არის. სულ აბათ 20 000 ბავსვი არის ფეხბურთით დაკავებული მასიმუმ 2 მილიონს იხდიან ეს ბავშვები,, არამგოია 2 მილიონზე უარის თქმით დაიქცეს ქართული ფეხბურთი, სანაცვლოდ, ბავშვების რაოდენობა გაოხმაგდება.
Davit
16:49 16-01-2017
0
გამოვა! ეტყობა დაგეზარა ბოლომდე წაკითხვა, მანდ გასაგებად სწერია საპრიზო ფონდი და დაკავებული ადგილების მიხედვით ყველა გუნდმა უნდა მიიღოს თანხა. ბოლო ადგილოსანმაც და პირველ ადგილოსანმაც, სანაცვლოდ, უნდა აიღონ ვალდებულება,, ბავშვები ავარჯიშონ უფასოდ და მოუარონ სტადიონებს. აქედან გამომდინარე,, ბოლო ადგილს გავა გუნდი თუ ბოლოს წინას, ექნება მნიშვნელობა და ეს აისახება კონკრეტული თანხით. ბოლო ადგილოსანი აიღებს დაუშვად 500 000 ბოლოს წინა ადგილოსანი 700 000 ,, სხვაოობა 200 000 რისთვისაც კლუბებს ბრძოლა მოუწევთ. ეს გაზრდის კონკურენციას და ფეხბურთიც მეტად სანახაობრივი იქნება. საპრიზო ფონდის შევსების წყარო სხვადასხვა შეიძლება იყოს როგორც ბიუჯეტის თანხები ისე ბიზნესიდან ან სხვადასხვა წყაროები. ცალსახად დაივიწყეთ რომ ბავშვებს ფული გამოართვათ, სპორტი არის ღარიბი ადამაინის შანსი!. ეს ნუ გავიწყდებათ. დღეს სპორტი მდიდარი ადამანების ჰობად არის გადაქცეული და კი ხედავთ რა შედეგიც არის.
Davit
16:45 16-01-2017
0
თან სახელმწიფო გუნდები არ იყოს, თან ბავშვთა ფეხბურთი უფასო იყოს, არ გამოვა. როცა კლუბი კერძოა, იმას შემოსავალი სჭირდება, რომ ჰქონდეს აწყობილი ყველაფერი კარგად - ფული შემოსდიოდეთ სტადიონზე მოსული ხალხიდან, სპონსორებიდან, ტრანსფერებიდან. მაგრამ საქართველოში ამის აწყობას დრო სჭირდება. აი მერე კიშეიძლება ამაზე ფიქრი.
ფაშა ძლიერი
15:48 16-01-2017
0
აჰა ესეგი ეხლა გულშემატკივრების გინება იწყება.. იმ ფორმით რა ფორმითაც ეხლა ქართული ფეხბურთი ვითარდება და იმართება. წარმატების შანსი ნულის ტოლია. ასევე გულშემატკივრის სტადიონებზე დაბრუნების შანსიც ნულის ტოლია.. ის ხალხი ვინც ქართულ ფეხბურთს უდგას სათავეში უბრალოდ კლავთ მას. ჩვეულებრივი მესაფლავეები ხართ. (სხვათაშორის ჟურნალისტებიც. თქვენი პატარა როლი გაქვთ მაგ პროცესში.) თქვენი არ იცით სხვისი არ გესმით. ერთი კაციც კი არ გყავთ სისტემაში ვისაც ჭკუა მოეკითხება. არა და,, წინსვლა მარტივია, უბრალოდ ყველაფერი უნდა შეცვალოთ. 1. ბავშვებმა უნდა ივარჯიშონ უფასოდ.(ფეხბურთი უნდა იყოს ღარიბი ადამაინის შანსი) 2 . უნდა აიკრძალოს სახელმწიფო კლუბები.(არც არსებობენ და კიდეც არსებობენ,, აბსოლიტური უაზრობა) და 3. შექიმნას ერთიანი საპრიზო ფონდი საიდანაც დაკავებული ადგილის მიხედვით ბოლო ადგილიდან პირველ ადგილამდე გადანაწილდება თანხა გუნდებზე.(ბიზნეს გაუჩნდება ინტერესი მინიმუმ მარტო თავად არ ქინება დამფინანსებელი). ყველამ თავის შრომით უნდა მოიპოვოს ფული. ბევრი ბავსვი უნდა ჩაერთოს ფეხბურთში ბოლო ბოლო მათი მშობლები მაინც ივლიან თამაშის სანახავად.. სხვანაირად არაფერი გამოვა. და არც გამოდის, პროგნოზის სახით ეხლავე შეიძლება ითქვას წელსაც მეორე ეტაპს ვერ გაცდება ვერც ერთი ქართული კლუბი. არ დაიწყოთ მერე ჟურნალისტებმა არაეფექტურად იხარჯება ფულიოო სად არისო წარამეტბაოო.. ეს ეხლავე სჩანს და ეხლავე უნდა მოითხოვოთ პასუხები.
Davit
12:33 16-01-2017
0
სანამ ყველა ამ საშინელ პროცესებში ფეხბურთელების დადანაშაულებას თავს არ დაანებებს ყველა, მანამდე არ გამოჩნდება გზა (მიუხედავად იმისა, რომ ურემი უკვე გადაბრუნებულია); გულშემატკივარმაც ჟურნალისმაც და ფედერაციამაც უნდა შეიგნოს, რომ ნეპოტიზმი ღუპავს დღეს ფექხბურთს. უპატრონო ახალგაზრდებს უწევთ სერიოზული დაბრკოლებების წინაშე ბრძოლა და ბევრი ვერ უძლებს ასეთ რეჟიმს. გუნდშიც და ნაკრებში იმ შემთხვევაში აგიყვანენ და გათამაშებენ, თუ პატრონიანს მინიმუმ 5-ჯერ ჯობიხარ. ასეთი ჩიდილში კი ვისაც შანსი უჩნდება გარბის (არა აქვს მნიშვნელობა სად), ვისაც არა და ანებებს თამაშს თავს. გადახედეთ მიმდინარე ტრანსფერებს საქართველოს ჩემპიონატის შიგნით და ყველაფერი ნათელი გახდება. 1-2 წლის წინ ასაკობრივი ნაკრების წარმატებული ფეხბურთელი რომ იძულებული ხდება შეეშვას თამაშს,ამაში მარტო ფეხბურთელების მენტალიტეტი არ უნდა იყოს დამნაშავე.

კომენტარი ყველასთვის
11:41 16-01-2017
0
dave-ს
შეიძლება ვერ დავეწიოთ ინგლისს, ესპანეთს და ა.შ. მაგრამ შეიძლება გვქონდეს თურქეთის, უკრაინის დონის ჩემპიონატი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიყოთ ფეხბურთელების ექსპორტიორი ქვეყანა, რომც ვიყოთ რა, სად წავლენ ჩვენი ფეხბურთელები? პოსტ-საბჭოეთის ჭ კლასის გუნდებში, ჰა ჰა ევროპა ლიგის მონაწილე გუნდებში. ევროპაში არსად აღარ აქვთ ქართველებს ისეთის ახელი რომ ნორმალურ გუნდში მოხვდნენ და განვითარდნენ. ჩვენი ჩემპიონატის დონე რომ იყოს თუნდაც თურქეთის დონის ჩამოვიდოდნენ ითამაშებდნენ და გზა-კვალი არ აერეოდათ კანკავას, ოქრიაშვილს, ჭანტურიას და კიდევ ბევრს. ჩვენს გუნდებში უნდა გაჩნდეს ფული, კონკურენცია, ინფასტურასაც მიეხედოს და მაღალი დონის უცხოელებთან ერთად ახალგაზრდა ქართველებმა უნდა ითამაშონ, ამ ეტაპზე კი ვინც მიდის წავიდეს. თუ გაკეთდა ის რაც ვთქვი, ჩამოვლენ ისევ.
ფაშა ძლიერი
10:36 16-01-2017
0
შეეშვით რა "ქართულ" (ბრაზილიური გამიგია, ინგლისური გამიგია, ესპანურიც, მაგრამ ქაღტული!!! საიდან??) ფეხბურთზე საუბარს. ის აღარ არსებობს, მკვდარია. მკვდარი კი მხოლოდ სიზმარში ცოცხლდება.
ევგენი რუდაკოვი
10:27 16-01-2017
0
აკაკის - არც თუ იშვიათად საყურებლად საკმაოდ კარგი თამაშები ყოფილა საქართველოს ჩემპიონატში, მაგრამ არც ამ დროს გავსებულა სტადიონები. მოდი მაგ გაცვეთილ აზრებს თავი დავანებოთ და პირდაპირ ვთქვათ - საქართველოში არ არსებობს საკლუბო გულშემატკივრობის ტრადიცია (ოღონდ ძველი დინამო არ მიხსენოთ - ის რეალურად ნაკრები იყო და მუდმივად საერთაშორისო თამაშები ქონდა) და საქართველოს ჩემპიონატი საკუთარ შესაფერის დონედ არ მიაჩნიათ. აი ესაა პრობლემა.

რაც შეეხება წასულ ფეხბურთელებს - სტატიაში ნახსენები ფეხბურთელების უმრავლესობა დინამოს გაშვებულია და საიდანაც ჩამოვიდნენ, იქით გასწიეს, აბა რას იზამდნენ.
კოტე
09:30 16-01-2017
0
ვაღიაროთ რომ საქართველოს უმაღლესი ლიგა არის მოყვარულების ჩემპიონატი (განსაკუთრებით დაფინანსებით) და შედეგიც შესაბამისია. ადრე მოყვარულთა ჩემპიონატი ერქვა და ტოპკლუბებს უგებდნენ. დღეს ვისაც აქვს დიდი დეხბურთის თამაშის ამბიცია ცდილობს უცხოეთში გაქცევას მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
00:01 16-01-2017
0
"ამ ეტაპზე" დადებითად ვაფასებ ჩვენი ფეხბურთელების უცხოურ კლუბებში გადასვლას, იმიტომ რომ იქ უფრო მეტს ისწავლიან და სწორად გაიზრდებიან როგორც ფეხბურთელები ვიდრე აქ ამ ლიგაში და ამ მოედნებზე... ეს ნაკრებისთვის კარგია მაგრამ ჩვენ ლიგას რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად ასუსტებს. და ის მიზეზი თუ რატომ არ დადის ხალხი მოედანზე ძალიან მარტივია, არავის უნდა დახარჯოს დრო და ფული იმის ყურებაში რაც სიამოვნებას არ მიანიჭებთ, და რატომ არ მიანიჭებთ სიამოვნებას ესეც მარტივი გასაგებია.. უდაოა რომ ყველაზე სწორი ის იქნება გულშემატკივარი რომ დადიოდეს მოედანზე, რაც დამატებითი შემოსავალი იქნებოდა კლუბებისთვის, ფეხბურთელებისთვის კი დიდი მოტივაცია, მაგრამ ისე არასდროს მოხდება რომ ერთ მშვენიერ დილას ყველამ ერთად გადაწყვიტოს სტადიონზე მისვლა, ამისთვის მარტო პატრიოტიზმი არ კმარა:) ხალხს სანახაობა უნდა:) ამას დრო ფული და სწორი მიდგომა სჭირდება ფედერაციის მხრიდან. უნდა გვყავდეს ისეთი ფეხბურთელები ვისი თამაშის სანახავადაც ხალხი ივლის და სიამოვნებას მიიღებს, სანახაობით დატკბება, ადრე ჩისკოს თამაშის საყურებლად მაინც დადიოდა ხალხი და ეხლა ვინ ნახონ? რა ნახონ? პირველ რიგში გვჭირდება ისეთი ფეხბურთელები რომლებიც ხალხს მიიყვანს სტადონზე, ეს უახლოეს წარშულში თბილისის დინამომ შეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ზღაპაფი პლეიოფების შემდეგ დასრულდა
Akaki
21:36 15-01-2017
0
საქართველოს ჩემპიონატზე დასწრებას ბევრი ვაი-გულშემატკივარი არ კადრულობს, და შემდეგ უკვირთ, რატომ არ უნდა ფეხბურთელს ცარიელი ტრიბუნის წინაშე თამაში და რატომ არ დებენ ფულს სპონსორები ფეხბურთში. იმედია, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა მოიყვანს მაყურებელს სტადიონზე...
tngh
13:52 15-01-2017
0
ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება არავის უნდა, ნებისმიერი ფედერაციის მესვეურებიდან დაწყებული და მწვრთელებით დამთავრებულნი, ეგებ ერთი ორის გამოკლებით, უბრალოდ წველიან სახელმწიფოს,ფედერაციაში ჩადებულ თანხებს, ასე რომ ქართული ფეხბურთი სასიკვდილოდაა განწირული ასეთიი მიდგომით!
giorgi
13:29 15-01-2017
0
სხვაგანაც დავწერე და აქაც განვმეორდები , უბრალოდ ცოტას დავამატებ - იქიდან გამომდინარე რა ბიუჯეტიც აქვთ ქართულ კლუბებს, კარგ ძლიერ გამოცდილ უცხოელს და თუნდაც წარმატებულ, ევროპაში ნათამაშებ ქართველს ვერ დააინტერესებ და აქედან გამომდინარე საქართველოს ჩემპიონატი უნდა იყოს ძირითადად ახალგაზრდული ჩემპიონატი, სადაც უმრავლესობა ადგილობრივი და თუნდაც მეზობელი ქვეყნების 24 წლამდე ასაკის ბიჭები ითამაშებენ. ისე როგორც ეს იყო ჰოლანდიაში და შემდეგ ადრეულ ასაკშივე წარმატების შემთხვევაში დატოვონ ქვეყანა და გადავიდნენ ევროპულ კლუბებში სადაც მეტად გაიზრდებიან. ნურასოდეს გვექნება ილუზია, რომ მივალთ ინგლისის, ესპანეთის იტალიის და სხვა წამყვანი ჩემპიოანატებში მონაწილე კლუბების დონემდე, აქ არასდროს არ იქნება მაგხელა თანხები ჩადებული, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ტალანტებით და საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელებით ევროპის მომმარაგებლები. ჩემი აზრით ასეთი მიდგომით თაობაც წამოიზრდება, ახალგაზრდული ნაკრები ძლიერი გვეყოლება და რომელიმე გუნდშიც წამოვა ოქროს თაობა როგორიც იყო არველაძეები-ქინქლაძეს დროს 90-იანებში და სადმე გავძვრებით :) ასე რომ მიაწექით ბიჭებო ევროპას. რა დაკარგა კაჭარავამ, ქვილითაიამ აბურჯანიამ რომ წავიდნენ ? ეგენი ზუსტად მაგ ასაკში შეამჩნიეს აქ. რაც შეეხება ვეტერანებს რომლებმაც აქ თამაში გადაწყიტეს, უბრალოდ იძულებულნი იყვნენ ეგ ნაბიჯი გადაედგათ, რადგან იმდროისთვის არცერთი გუნდი არ უფორმებდა ხელშეკრლებას და სხვა რა დარჩეონდათ, იტამაშეს აქ, ასე რომ ნუ დაგვამადლიან ცოტახნით აქ მობრუნებას :) წარმატებები ბიჭებს უცხოეთში !!!
dave
11:07 15-01-2017
0
სიახლეები პოპულარული