U17. საქართველო-ფინეთი 0:2 - ელიტრაუნდში გასვლის შანსიც დავკარგეთ [VIDEO]

AutoSharing Option
30 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მე-8 ჯგუფში, მეორე მატჩი გამართა მასპინძელ ფინეთთან და 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე მსაჯმა ცოტნე კაპანაძე გააძევა. 71-ე წუთზე კი ტოლონენმა გაიტანა. ბოლო, მე-80 წუთზე ჯემალ ჯინჯოლავას გაძევებას, 9-კაცით მოთამაშე ნაკრების კარში მეორე გოლი მოჰყვა, ოკსანენმა მე-3 დამატებულ წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი ჯგუფის მეორე წყვილში შვედეთმა ანგარიშით 3:1 დაამარცხა ბულგარეთი და პირველი ადგილიც გაინაღ
და.

შეგახსენებთ, რომ I ტურში გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა 0:1 წააგო ბულგარელ თანატოლებთან და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. ჩვენმა გუნდმა ელიტრაუნდში გასვლის შანსი დაკარგა, ჯგუფში ბოლო შეხვედრას კი შვედეთთან 3 ოქტომბერს გამართავს.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიოანტი. VIII ჯგუფი. II ტური
30.09. ფინეთი, ოულუ
საქართველო-ფინეთი 0:2
გოლები: 0:1 ტოლონენი (71), 0:2 ოკსანენი (80).
საქართველო: ბულისკერია, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე, გაბუნია (77’ გრძელიძე), ივანიაძე (61’ გულიაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი
მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
ფინეთი: ჰუუჰტანენი, კაცი, ეეროლა, ჰივარინენი (69’ იოკელაინენი), ოკსანენი, ტოლონენი (80’ რატი), იანტტი, სუჰონენი, კიურუ, პანნულა (80’ ალი), მანტინენი
მთ. მწვრთნელი: კიმმო ლიპპონენი
მსაჯები: პოლ მაკლაჰინი, დერეგ კიგანი, იერკო ცრნჩიჩი, მარიო ზებეცი
გაფრთხილება: 5’ კაცი, 15’ სუჰონენი, 46’ მექვაბიშვილი, 62’, 67’ კაპანაძე, 75’ იოკელაინენი, 80’ რატი
გაძევება: 67’ კაპანაძე, 80’ ჯინჯოლავა.
მკითხველის კომენტარები / 47 /
რომ დაბრუნდება ნაკრები როგორ იმარტლებს მწვრტნელი ტავს ესეტი უხირსი ახლობელ-მეგობრის მწვრტნელების გაპიარებული დინამოელი ბავსვები რომ წაიყვანა,,უნდა წავიდეს ნაკრებიდან მწვრტნელი და დინამოელი მეგობრის სვილებიც
gaga
23:11 03-10-2016
0
კუხიანიცე და სხვები იმიტომ აე წაიყვანა რომ დარცებოდა მერე მეგობრის გაპიარებული და უსუსური ფეხბურტელები,,დავიტასვილი,ბაბუნაცე და სხვები
jiji
11:55 03-10-2016
0

სიახლეები პოპულარული