U16. ბულგარეთი-საქართველო 1:1 (პენ. 5:3) - პენალტებში გვაჯობეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა ბულგარეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე. პატარა ქართველებმა "ალბენას" სტადიონზე მასპინძლებთან ძირითად დროში 1:1 ითამაშეს.

მე-12 წუთზე გურამ ასპინძელაშვილის შეგირდები დაწინაურდნენ. თავი ზურაბ დავითაშვილმა გამოიჩინა. ბულგარელებმა თამაში 72-ე წუთზე, კუნ ტემენჟუკოვის გოლით გადაარჩინეს.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც უფრო ზუსტნი ბულგარელები აღმოჩნდნენ - 5:3.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბულესკირია, ბასარია (კაპანაძე), ჯინჯოლავა, ხარაბაძე (ჯავახიშვილი), დავითაშვილი (გრძელიძე), ბაბუნაძე (ხარშილაძე), გაბუნია, ივანიაძე (გულიაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი, ფაღავა (დარცმელია); სათადარიგოები: მეგრელიშვილი, გაბედავა, გობრონიძე, ბუიღლიშვილი.

მომდევნო
მატჩს ჩვენი გუნდი ხვალ, 13 აპრილს, რუმინელ თანატოლებთან ჩაატარებს. ცნობისთვის, კარპატელებმა პირველ ტურში ხორვატიას 1:0 მოუგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო მწვრთნელო: იქნებ მოიკითხოთ რატომ დაიბლოკა ნონიკაშვილი? ან კიდევ რამდენიმე ძლიერი ბავშვი რომელთა არ გამოძახება ყველას გაუკვირდა? როდემდე უნდა შეკრიბოთ ნაკრები გუნდის მწვრთნელის კარნახით და პირადი სიმპატიით?
ბადრი
19:07 12-04-2016
0

სიახლეები პოპულარული