U19. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი მარცხით და ბოლო ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში გამოსვლა საბერძნეთის თანატოლთა გუნდთან მატჩით დაასრულა. გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ესპანეთის ქალაქ კარტაიაში შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმეს და ჯგუფში საბოლოოდ ბოლო, მე-4 ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან დათმო (1:2), შემდეგ კი ესპანეთთან ფრედ (1:1) ითამაშა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ბერძნებმა გახსნეს - ტასოს დიმიტრიადისმა 42-ე წუთზე გაიტანა.

ქართველმა ჭაბუკებმა გათანაბრება მეორე ტაიმში, ბექა მიქელთაძის გოლით, მე-60 წუთზე მოახერხეს. საგოლე გადაცემა შეცვლაზე შემოსულმა გურამ გოშთელიანმა შეასრულა.

72-ე წუთზე
დიმიტრიადისმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო. გათანაბრების რეალური შანსი ირაკლი ბიძინაშვილს ჰქონდა, თუმცა ბერძენთა მეკარემ კარის გადარჩენა შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი (59, ბერიძე), ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ართუნაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (43, გოშთელიანი), კიკნაძე (74, არაბიძე).

ჯგუფის პარალელურად გამართულ მატჩში ინგლისელმა 19-წლამდელებმა მასპინძლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, საბოლოოდ ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და 11-24 ივლისს, გერმანიაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
რო მოეგოთ მეორეზე გადიოდნენ
შაკო
21:11 29-03-2016
0
იქ მყოფმა ერთმა ჩემმა ესპანელმა მეგობარმა ესპანელმა თქვენ საამაყო ბიჭები გყავთ, ძLიერი ფეხბურთელებიო! მწვრთNელის გვარი გამომკითხა, ძAლიან ბევრს აინტერესებდა, რადგან ეტყობა ახალგაზრდაა, პროფესიონალი და ნიჭიერიო! მე ამაყი ვარ, რადგან ასე შეაფასა ესპანელმა გულშემატკივარმა ჩემი ქართVელი მწვრთნელი და ფეხბურთელები!!! ყოჩაღ ბიჭებო, ესეც ქართველების და საქართველოს სახხელის გატამაა! ვიცი, რომ ბევრა მიაღწევთ! წარმატებები ყოფიანს და მის ბიჭებს!
luka
21:23 29-03-2016
0

სიახლეები პოპულარული