U19. ესპანეთი-საქართველო 1:1 - სენსაციური ფრე მასპინძლებთან [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მარტს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში მეორე შეხვედრა ტუნრირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებთან გამართა და ბევრისთვის მოულოდნელად, მატჩი ფრედ დაასრულა - 1:1.

ქალაქ კარტაიაში, "ლუის როდრიგეს სალვადორზე" გამართულ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შეგირდები სულაც იგებდნენ - უკვე მე-8 წუთზე გატანილი გოლით "საბურთალოს" ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი გამოირჩა. საგოლე გადაცემა რატი არდაზიშვილმა შეასრულა.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და რამდენიმე ეპიზოდში საქართველოს ნაკრების კარი ოთო გოშაძემ გადაარჩინა. ტაიმის მიწურულს, ზედიზედ სამჯერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ესპანელებმა მაინც გაათანაბრეს - გოლი მადრიდის
"რეალის" ფეხბურთელმა ბორხა მაიორალმა (42) გაგვიტანა.

მეორე ტაიმიც ესპანელთა უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც შეხვედრის მიწურულს გოშაძის კარს შტურმი მოუწყვეს, მაგრამ ხოსე მარია ამოს, კარლეს ალენიას, ხავიერ ონტივეროსისა და კრისტიან რივერას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დღესვე ჩვენს ჯგუფში ერთმანეთს ინგლისისა და საბერძნეთის 19-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ქართველი 19-წლამდელები ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 29 მარტს, ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ, ესპანეთის ნაკრები კი ინგლისს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. II ტური
ესპანეთი-საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (8), 1:1 ბორხა მაიორალი (42)
ესპანეთი: ხუან სორიანო, ამო, ხორხე მერე, კარისოლი, ონტივეროსი, ალენა, ბუნუელი, რივერა, სერხი (ლატო 46; პოვედა 74), ოიარსაბალი (მონტიელი 54), ბორხა მაიორალი
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი (ალთუნაშვილი 65), არდაზიშვილი, ართმელაძე (კიკნაძე 81), სამურკასოვი (ბერიძე 76), მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე.
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: ართმელაძე (26), ალენა (32), ჭიჭინაძე (45), მამუჩაშვილი (61)ხორხე მერე (64).
მკითხველის კომენტარები / 19 /
საღოლ ბიჭებს, რომ ეს უიმედობის განცდა მომაშორეს!
nika
17:05 26-03-2016
0
გილოცავთ, ნამდვილად გამარჯვების ტოლილფასია გილოცავთ ბიჭებო .ყიფიანი ესე გააგრძელე წარმატებები
vaska ( zugdidi)
17:34 26-03-2016
0

სიახლეები პოპულარული