U21. საქართველოს ნაკრებმა სან მარინოს გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დღეს, 23 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის VI ჯგუფში მორიგი მატჩი სან მარინოს ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა

ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა.

ანგარიში მე-10 წუთზე, შორი მანძილიდან ბრწყინვალე მოჭრილი დარტყმით გიორგი ხარაიშვილმა გახსნა.

შეხვედრის 33-ე წუთზე საჯარიმოში ნიკა კაჭარავას წაქცევის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ნიკამ ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში კაჭარავამ ბაჩანა
არაბულის
ეფექტური თამაშისა და პასის შემდეგ, დუბლი გაიფორმა.

საბოლოო ანგარიში კი ლევან შენგელიამ, რომან ჭანტურიასთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, 81-ე წუთზე დააფიქსირა. არადა, შენგელიას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა ჯერ მისი ფეხით დარტყმული მოხვდა ხარიხას, შემდეგ კი დამატებული თავური - ძელს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 9 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა. გია გეგუჩაძის გუნდი შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას 3 ივნისს, სტუმრად შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი 28 მარტს, ზესტაფონში, ამხანაგურად უკრაინას გაეჯიბრება.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სან მარინოსთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ქურდაძე, გეგეჭკორი, დვალი, ცნობილაძე, აბურჯანია, გოროზია (72, შენგელია), არაბული, კაჭარავა (66, ჭანტურია), თევზაძე, კიტეიშვილი (80, ფონიავა), ხარაიშვილი.

 

ყველას გილოცავთ U21-ის გამარჯვებას!
გუჯა კახაძე
12:49 24-03-2016
0
თავისუფლად მოუგეს და რაც საჭირო იყო იმდენად დაიხარჯა ენერგიაც, ჩვენ კი ცოტა მეტი გვინდოდა...და ასეთ ანგარიშს დიდი ანგარიშით მოგება უფრო შეიძლება ეწოდოს, ვიდრე გამანადგურებელს...ეს ეპითეტი კი უფრო 5 და მეტი გოლზეა მოსახდენი.
murtalo
03:52 24-03-2016
0
ძალიან სუსტი თამაში ითამაშეს ძნელია ასეთ გუნდთან შეფასება მაგრამ რაც 21 წლის ფეხბურთელს უნდა ქონდეს არააქვთ ბურთის მიღება და დროული გაცემა განაპირა მცველები კი საეთოდ ცალკე თემაა სამწუხაროდ არაგვყავს და არც გეზრდება ნათელი წერტილი ამ ყველაფერში აბურჯანია იყო რომელიც ცდილობდა გუნდის შეტევის წამოწყებას და თამაშის დალაგებას ( შეიძლება ეს სანმარინოს ფაკტორი იყო და ბიჭებმა გული ვერ დაუდეს მაგრამ მასის მიღებას სამი შეხება რო არ უნდა 21 წლის ასაკში ეს ფაკტია და ვინმემ მეხედეთ ფეხბურთელებისთვის სწორი სირბილის სწავლებას მინიმუმ 4 კაცი 11 ტიდან არასწორად დარბის ესეც ხო იდიალურ მინდვრებთან არარის დაკავშირებული უბრალოდ ბავშვთა ფეხბურთში მარტო მწვრთნელი არაა ყველაფერი ამასკომპლექსურად უნდა მიხედვა იგივე პრობლემაა ბავშვთა რაგბში ნიჭიერი ბავშვები და არავინ არ ზრუნავს სისწრაფეზე და სწოე გამართულ სირბილზე ძალით რუმინეტს ვაჯობებთ მაგრამ უფრო მაღალ სიმაღლეზე სისწრაფეც გვჭირდება
Mamukasolo
01:22 24-03-2016
0
მართალია სანმარინო ვერარის ისეთი ნაკრები რომ საზომად გამოდგეს,ტუმცა გამოჩნდა ბიჭების შესაძლებლობები ასეთუისე და გამოჩნდა რაც ყველაზე მთავარია გეგუჩაძის ტაქტიკური სვლები რამაც გაამართლა,მე მომეწონა ტუნდაც ის რომ უკან ჩამჯდარ სანმარინოსთვის ბურტის გატანა გაჭირდებოდა თუ ცოტას არ ამოვწევდით მაღლა და ჯიქურ უაზროდ არ უტევდით,ნელა დინჯათ და აზრიანად მიდიოდა შEტევები..გეგეჭკორი კარგი იყო,ცნობილაძის დაბალ გამჭოლ პასებზე აღარაფერს ვამბობ,10 დან 10ს აძვრენს მაგარი ბიჭია.ერთი სიტყვით უფრო გამოჩნდება უკრაინასთან
ubralod duru
01:06 24-03-2016
0
გეთანხმები აბურჯანია ყველასგან გამოირჩეოდა და რაც შეეხება გუნდს ბევრი ნაკლი აქვს ალბათ გეგუჩაძე შეცვლის რაღაცეებს...სან მარინოსთან მოგება დიდი ვერაფერი ნუგეშია
bujanga-s
00:50 24-03-2016
0
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას...განაპირა მცველები ძალიან სუსტია ორივე...აბურჯანია საკმაოდ გონოვრულად ათამაშებდა გუნდს ..მაგრამ არაბული რაღაც ძალიან დაკარგული მეჩვენა ამ მონახაზში...ბურთს ძალიან ხისტად ღებულობენ..ძალიამ მძიმედ..2-3 შეხება ჭირდებათ ბურთის დასამუშავებლად..პასიც დასახვეწია..უკან მაღალი პასი როცა დამზღვევი წინაა წაწეული გაუმართლებელია...ასეთი თამაშით უფრო მაღალი კლასის გუნდებთან გაგვიჭირდება..
bujanga
23:45 23-03-2016
0
მაგრათ მომეწონა არაბული ვიქრობ მზადაა ეროვნულში სათამაშოთ.
baleshiki!
22:59 23-03-2016
0
ეს 17 ნომრები მაგრაბი არიან რა უ17 როიკო 17 ნომერი მაგარი იკო და უ21 როარის 17 ნომერი მაგარია კოცჰაგ
0
სიახლეები პოპულარული