U17. რუსეთი-საქართველო 1:0 - სასწაულის იმედად [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე მატჩშიც დამარცხდა, ამჯერად - უპრინციპულეს მეტოქე რუსეთთან. წაგებაცაა და წაგებაც. ქომაგს გული განსაკუთრებით რუსეთთან მარცხის გამო დასწყდა...

ფაქტია - იმის მიუხედავად, რომ ჩვენებს ორი მატჩის შემდეგ ქულაც კი არ აქვთ, ვასილ მაისურაძის გუნდს მაინც შერჩა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი. ამისთვის საჭიროა, კვირას, ბოლო ტურში, მინიმუმ 3 ბურთით მოვუგოთ იტალიას და ბოსნიამ პარალელურ მატჩში რუსეთი დაამარცხოს. რამდენად რეალურია ეს შანსი, თავად განსაჯეთ...

ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო, ნათქვამია. რაკი მათემატიკური შანსი ჯერ კიდევ არის, ახლა მოვერიდებით ჩვენი ფიასკოს მიზეზების დაწვრილებით ანალიზს. ბევრმა ნამატჩევს ხელი მწვრთნელისკენ გაიშვირა. მე ასე არ ვფიქრობ. მას შემდეგ, რაც გუნდი უმწვრთნელოდ დარჩა, ვიღაცას უნდა გაებედა "საჭესთან" მისვლა და მაისურაძემ გაბედა. მისთვის ეს თაობა უცხო იყო. ვფიქრობ, მწვრთნელი თავიდან მეტ რესურსს ელოდა, ვიდრე დახვდა.

მე უფრო ის ვერ გამიგია, რატომ მოხსნეს გოჩა ავსაჯანიშვილი, ვინც დიდი ხანია, მოჰყვებოდა ამ ბიჭებს. სხვათა შორის, სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოუგო არცთუ დიდი ხნის წინათ საქართველოს ამ ნაკრებმა ამავე რუსეთს ამხანაგურ მატჩში.

ჩემთვის ისიც რთული ასახსნელია, რატომაა დაკომპლექტებული ნაკრები მხოლოდ თბილისური კლუბების ფეხბურთელებით. გასაგებია, რომ ასაკობრივი ჩემპიონატების ცხრილში ისინი სხვებზე ზემოთ არიან, ისიც ვიცი, წელგამართულ დედაქალაქურ კლუბებს გამორჩეული პროვინციელი მოზარდები რომ თავისთან მიჰყავთ, მაგრამ... მაინც გასაკვირია, ნაკრებში რეგიონებიდან რომ არ არის ფეხბურთელი - ნუთუ, ასე უვარგისია იქაური რესურსი?!..

ახლა კონკრეტულად მატჩზე. თუ რაიმე ლოგიკა არსებობს, ეს თამაში არ უნდა წაგვეგო, მაგრამ ვერ შევირგეთ ბურთი და დიდი ტერიტორიული უპირატესობა. შეიმჩნევა, რომ ბევრი ჩვენი ფეხბურთელი ელემენტარულ საფეხბურთო ნიუანსებში ვერ ერკვევა.

ოდითგანვე მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა - გოლს ვერ გაიტან, თუ კარში არ დაარტყი! გუშინ არაერთ ხელსაყრელ ეპიზოდში დაგვიგვიანდა კარში დარტყმა. ოდნავ უკეთესი გუნდი რუსეთს ნაღდად მოუგებდა და ამ ჯგუფიდანაც გავიდოდა.

ბოსნიასთან წაგებული მატჩის შემდეგ მაისურაძემ ცვლილებებს მიმართა. შედეგად, საქართველომ უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე ბალკანელებთან, თუმცა წარმატებისთვის საკმარისი არც ეს აღმოჩნდა.

ქართველებმა აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთეს და უკვე მესამე წუთზე კინაღამ გავხსენით ანგარიში. გიორგი ჩაკვეტაძემ კარგად დაარტყა, თუმცა რუსები მეკარე პიოტრ კოსარევსკიმ გადაარჩინა, ვინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში.

მე-12 წუთზე შესანიშნავი შანსი ჰქონდა ბექა ქავთარაძეს. პირველ შემთხვევაში მას კოსარევსკიმ აჯობა, შემტევის განმეორებით დარტყმას კი სიზუსტე დააკლდა. ჩანდა, რომ საქართველო გოლს ამწიფებდა, თუმცა ეს გოლი ვერა და ვერ მომწიფდა. წეღანაც ვთქვი - რამდენჯერმე კარში დარტყმა დავაგვიანეთ, რამდენჯერმე - ელემენტარულ სიტუაციაში შევცდით...

ქართველთა სასტარტო აღტკინებამ რომ გადაიარა, 22-ე წუთზე რუსეთმა პირველი მომენტი შეგვიქმნა. სტანისლავ ლაცევიჩმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო, მაგრამ არანაკლებ კარგად ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა - ქართველთა მეკარემ "ცხრიანიდან" ჩამოხსნა ბურთი.

უპირატესობა ჩვენი იყო, რუსებმა კი, რომ იტყვიან, გასახდელში გაგვაყოლეს გოლი. "სტანდარტულის" შემდეგ ვიაჩესლავ გრულევმა აუღებელი თავური დაარტყა.

მეორე ტაიმი 3 წუთის დაწყებული იყო, გიორგი ივანიაძეს ძალიან სახიფათო თავური რომ აუცდა. მერე ჩაკვეტაძე ურტყამდა ჯარიმიდან და რუსები ისევ გადარჩნენ. ეს იყო და, ქავთარაძემ კარში დარტყმა დააგვიანა, თორემ გოლი გარდაუვალი ჩანდა.

ქართველთაგან კარგი შანსი ჰქონდა სანდრო შეწირულსაც, რუსთაგან კი მომენტები მაგომედ სულეიმანოვმა და დანიილ უტკინმა გაანიავეს. ბოლოს რაღაც საფინალო შტურმისმაგვარიც ვცადეთ, მაგრამ ვერც ამისგან გამოვადნეთ გოლი.

იმედგაცრუებულმა ვასილ მაისურაძემ ბოდიში შემოგვითვალა - პრესკონფერენციას ვერ დავესწრებიო.

ელიტრაუნდს კი კვირას, იტალიის ნაკრებთან მატჩით დავასრულებთ. ვნახოთ, ხანდახან სასწაულებიც ხდება...

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგური. II ტური
17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
რუსეთი-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 გრულევი (40)
რუსეთი: კოსარევსკი, ზახაროვი, გოლუბევი, ბოროდინი (15. ლუკიანჩიკოვი), უტკინი, სულეიმანოვი, რუდენკო, ლაცევიჩი (74. იგნატიევი), გრულევი (41. პაცევი), ვოლოდკინი, გორბულინი.
სათადარიგოები: ვოლკოვი, ისაევი, იაკოვლევი
მწვრთნელი: სერგეი მატვეევი
საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ხარაბაძე, კუცია, შეწირული, ქავთარაძე (63. ოზბეთელაშვილი), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (55. სპანდერაშვილი), დავითაშვილი (71. ნინუა).
სათადარიგოები: კერესელიძე, გულბანი, ასათიანი, ანდრონიკაშვილი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ივანიაძე (18), კიკალიშვილი (31), ვოლოდკინი (46), ლუკიანჩიკოვი (47), ლაცევიჩი (75), კასრელიშვილი (80)
არბიტრი: ა. დეივი (ჩრ. ირლანდია).

17.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
იტალია-ბოსნია 0:1
გოლები: 0:1 ნ. ჰაჯიჩი (65)

III ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 2 2 0 0 3-1 6
2. იტალია 2 1 0 1 4-1 3
3. რუსეთი 2 1 0 1 1-4 3
4. საქართველო 2 0 0 2 1-3 0.

ბოლო ტური
20 მარტი

14:00 ბოსნია-რუსეთი ("მიხეილ მესხი", სათ)
14:00 საქართველო-იტალია ("მიხეილ მესხი")

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეგ მომენტი რომ არ კოფილიკო რაზე უნდა გელაპარაკათ.თქვენი საკრიტიკო ამ ბავშვებს აარაფერი არ სჩირთ.მთააავარია მონდომებული არიან.მწვრთნელიც კარგი კავთ.წააარმატებები ბიჭებს.კასრელიშვილს თავი დაანებეთ,მააგარი მცველია.''ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი.''ისწავლეთ ბავშვების გამხნევება.გინების ნაცვლად.ბოგმა ნუ გახრჩობთ ზოგიერთებს.მწვრთნელი კარგად არჩევს ვინ იმსახურებს ძირითადში კოფნას.
გულშემატკივარი
19:26 19-03-2016
0
ასათიანთან რა გინდათ რა არ მოგცონათ ზამენაზე თუ უნდა დაგეჯინათ რას ჩამოიყვანეთ იქიდან?კასრელიშვილის მოქცევა სპორცმენის მოქცევაა ეგ ეტყობა თქვენ ასწავლეთ
goga
11:52 19-03-2016
0
ბავშვები არიან იდიალურები ნამდვილად თავგანწირვით იბძოდენ მაგრამ მწვრთნელები არიან არაპროფესიონალები ფეხბურთელს რო არ გამოიძახებ იმიტომ რო არ გევასება ასეთმა მწვრთნელმა რა გუნდი უნდა შეკრიბოს ბავშვები მეცოდება უკლავენ თავიდანვე ფეხბურთის სიყვარულს და იმედს აი რატო განვიცდით არველაძეებზე მეტს აფუჭებენ ყველა მიხვდებოდა სტადიონზე მისული ვინ როგორ მოხვდა ნაკრებში სირცხვილი ვასკას სამართლიანი მეგონა მაგრამ აურიეს თავგზა გვერდში იაგორაშვილმა აქეთ მუჯირმა იქით ხეჩიკაშვილმა აი ამ ხალხის შეკრებილი იყო ნაკრები
TATO
11:37 19-03-2016
0
ბოღმით დაწყებული საქმე ტავიდანვე განწირულია,ამათმა კიმოსვლისთანავე რითიც დაიწყესასე ვთქვათ რეზოს კადრების გაშვება იყო
demna
09:12 19-03-2016
0
QQ შე ... განაწყენება რა შუაშია შედეგს ვერ ხედავ?მოგეწონა ნაკრები თუ ეს ნაკები კარგად თამაშობს და ეს შედეგიც მოწონს შე ქართული ფეხბურთის მტერი ყოფილხარ რა უნდა განავითარონ და ააღორძინონ ბოსნიას და რუსეთს ვერ უგებთ და გასვლა გვინდა და იქ რო გუნდები მოიყრის თავს იმათ უნდა შევეჭიდოთ ასეთი სიძლიერით შენ თუ ჩვენ გულისტკივილს სხარამეს არქმევ შენ მტერი ყოფილხარ ფეხბურთის შენი მიზანია მარტო შენიანმა ითამაშოს შედეგს რა მნიშვნელობა აქვს ასატიანთან რა უნდათ სად არის ვირუბოვი რობინიო რა არ მოგეწონათ მაგათი თუ 35 სკოლა არ ევასება ვახოს მუჯირს
0
მე 10-ი და 3-ი მომეტონა კლასნები არიან მაგრამ აქ არვი როგორ გაიზდებიან
0
ამ უარყოფითი კომენტარების უმეტესობა ავსაჯანას და ნაკრებში ვერ მოხვედრილი ბიჭების ახლობლებისაა.....ავტორ მაგან შარშან რუსეთის კი არა მოსკოვის მე2 გუნდს მოუგო.მაისურაძეს და ბიჭებს ვურჩევ ყურადღებას ნუ მიაქცევენ ამ ბოღმიან ხალხს.იმუშავეთ!(სამუშაო კი ბევრი გაქვთ)
QQR***7
16:48 18-03-2016
0
ვასკას კომენტარს ველოდებით ნეტა რა უნდა თქვას ვასკა შეგირცხვეს თავი ამაზე კარგი ბავშვები ვერ აარჩიე ნამდვილად ცნობილია ნაკრაბის შეკრებაში ჩაერია მუჯირი და ხეჩიკაშვილიი თქვენ საქმეს მიხედეთ ეხლა შორს რო დგახართ ათქმელიც არაფერი გაქვთ ეს იყო ნაკრები? თუ თქვენი ფავორიტების შეკრებაიყო გუნდთანრა გინდოდათ კაი ავსაჯანას ერჩოდით ბავშვებთან რა გინდოდათ ხელფასი როგორ უნდა მისცეთ ვასკას და ვახოს ბავშვები ამბობდენ მე ვასკას არ ვევასები მე ვახოს მე მუჯირს თქვენ დავასებაზე რო იყო საქმე მიტო ჩაფლავდით ხალხის ნერვებზე ითამაშეთ ფულებს რისთვის გამოყოფთ რომელი ფეხბურთი უნა აგორძინოთ თქვენ რო გევასებათ? როგორც მოხვედით ისე წადით უსირცხვილოებოროგო დაჩაგრეთ ბავშვები დავითაშვილის მეტს შვილი არ ყავს ასათიანთან რა გინდათ 4 ნომერმა ხო გასახელათ მაგ ხელის მოძრაობა კასრელიშვიმა თქვენ უნდა გაგიკეთოთ თქვენ უფრო გირსები ხართ
dima
16:15 18-03-2016
0
ძალიან მაინტერესებს მაისურაძის კომენტარი თუ აქვს რამე სათქმელი უნამუსო კაცი ვიყო თუ რამე მამოძრავებდეს პროსტა ვერ დამიჯერებია მანდ ვინც თამაშობდა მაგათზე ცუდ ფორმაში იყო ქიმერიძე ჩემ შვილთან ერთად ვარჯიშობს რა ფორმა არ მოგეწონათ ხალხო არ გცხვენიათ არ ვამბობ მასეთი არავინ არის მაგრამ მაგათ დონეზეც არ იყო? ოზბეთელაშვილმა რო გოლი გაიტან იმას მაინც კითხეთ რა პასი იყო თქვენ დაბრმავებულები ხართ ამაზე მეტი თუ ვერ აარჩიეთ საქართველოს მაშტაბით მაშინ დაანებეთ საერთოდ ფეხბურთს თავი რატო დაშალეთ ნაკრები ავსაჯანას ჯინი მუჯირს ქონდა ამ ბავშვებთან რა გინდოდათ გამოგეყენებიათ და მერე გაგეყარათ .. ... ვახო მაგან მაინც ვერ გაანძრია თავი ამათ ხო იცნობდა ვასკა თუ ახალი იყო
dima
13:34 18-03-2016
0
1. მაისურაძემ კი არ გაბედა და კი არ მისულა საჭესთან, არამედ გააბედინეს!!!
2. კარგად გამომოჩნდა ფედერაციის ხედვები
და ერთიც: სათქმელი ბოლომდე დაწერეთ ბატონო ავტორო, ყველას და ყველაფერს თავზე ხელს რომ ვუსვამთ, ვაამებთ და არიქა, არავის ეწყინოსო, ასე გინდათ ქართული ფეხბურთის ჭაობიდან თუ წუმპედან ამოთრევა?!
Giorgi
12:06 18-03-2016
0
სასწაული არა კვახი, 1 გოლი გაიტანეს იგიც რიკოშეტი, ბილიარდი ათამაშონ იქნებ რიკოშეტები დაამუღამონ
giga
11:54 18-03-2016
0
daმჯდარხარტ ტბილისსი ტბილად გეზარებატ რაიონებსი სიარული რომ მოზიოტ კარგი პეხბურელები იმდენია ქვეყნის მაგრამ სულ ერტიდა იგივეს აკეტებტ რატომ არ უკავსირდებიტ ქუტაისს ზუგდიდს და ბევრს არა არ გინდატ ხო და იჯექიტ მანდ ტქვენი პეხბურტელებიანად
qutaisi
11:21 18-03-2016
0
ბოსნიასთან წაგების შემდეგ შემადგენლობა უნდა შეეცვალა.მაისურაძემ ვერ აუღო ალღო ამ ტურნირს და საერთოდ რა დავალებებს აძლევს მოთამაშეებს ვერ გავიგეთ. ავსაჯანა არ უნდა მოეხსნათ. აი შედეგიც ვნახეთ. ქართულ ფეხბურთს არ ეშველება სანამ პროფესიონალებს არ დააფასებებ და დანიშვნები ისევ ნაცნობობით იქნება.
ვატო
11:20 18-03-2016
0
ვფიქრობ ნაცნობი მწვრთნელებით ეს ნაკრები უფრო უკეთეს შედეგს მიაღწევდა. იმედია 19 წალმდელებში არ იმოქმედებს მწვრთნელის შეცვლა
dato
11:18 18-03-2016
0
დიდი შეცდომა იყო იმ ნაკრებების მწვრთნელების შეცვლა რომლებსაც ბოლოს შედეგები ქონდათ, 17-წლამდელებში ავსაჯანIშვილი, რომლემაც გაიყვანა გუნდი ელიტრაუნდში,19-წლამდელები მაისურაძე, რომელმაც ასევე გაიყვანა გუნდი ელიტრაუნდში, და ნაკრებში ცხადაძე. ასეთუ ისე დალაგებული გუნდები არიეს მნიშვნელოვანი თამაშების წინ. ეხ კობი არ შეიძელბა ფეხბურთში ვიღაცეების (კალაძე, ხეჩიაკშვილი) ინტერესებით აკეთო საქმე
dato
11:17 18-03-2016
0
მატჩის ბოლოს 4 ნომრის საქციელზე რატომ არაფერს წერთ ვაი ჟურნალისტო?
მალგო
11:01 18-03-2016
0
სიახლეები პოპულარული